ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ:
აი, ამას ჩალიჩობდა წინა ხელისუფლება და ახლა ვიმკით შ ე დ ე გ ე ბ ს.
ვიღაც-ვიღაცებს რომ ვუმტკიცებდი, ეს საგამოცდო ტესტები მომავალ თაობას დაღუპავს-მეთქი, სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ.
აი, ესაა მხოლოდ გარეგნულ ბრწყინვალებაზე ზრუნვა (თუკი ამას ზრუნვა ერქვა) და შ ი ნ ა გ ა ნ ი ლპობა.
არ შეიძლებოდა მხოლოდ ქვეყნის გარეგან იმიჯზე ფიქრი, ცოტა სულისთვისაც უნდა მოეცალა ადამიანს.
მაგრამ ვინ მისცა საამისო დრო და შესაძლებლობა?
ის საცოდავი ჟურნალისტი გოგოც ამ ნაცისტების პიარისა და აგიტპროპის მსხვერპლია.
როგორც მივხვდი, მისთვის ბევრი რამ შეუცნობადი და ვერშესაგნებელია,
თუმცა ყოველივე ამაში მას ყველაზე ნაკლებად მიუძღვის ბრალი, ვინაიდან ა ს ე თ ა დ აღზარდეს,
აღზარდეს იმ სოციალურ გარემოში, სადაც ყველაფერი კანონებზე უნდა იდგეს (გინდაც გიჟურ-სულელურ-დრაკონული გახლდეთ),
ხოლო მორალის ,,წაკითხვა'', ანუ დიდაქტიკა, გინათუ ზნეობრიობა, გატრიზავების, ქირქილისა და სიძულვილის საგანი უნდა იყოს.
სწორედ ამიტომაა, რომ კატონ უმცროსივით ერთსა და იმავეს ვიმეორებ:
უნდა გადაშენდეს, ან, უარეს შემთხვევაში, უნდა აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა.
სხვა ბოროტებებთან ერთად, მისი ერთ-ერთი ,,დამსახურება'' ისიცაა, რომ უფროს-უმცროსობის,
ავტორიტეტისა და ამაგდარობის, ანუ ღვაწლმოსილობის კავკასიური (და არა ქართული) ინსტიტუტი მოსრა.
სააკაშვილის უკმეხმა, უტიფრულმა, უპრაგონო პროპაგანდამ (,,ბუჩქები'', ,,დისკოთეკის პოლიტიკა'', ,,არ დაუჯეროთ მშობლებს'',
ნუ შეუშვებთ უფროსებს თქვენს სამყაროში'' და ა.შ...) ასაკოვან ადამიანებს რ ო ლ ი და რენომე დაუკარგა.
მან მოხუცი, ზოგადად, საბჭოურ გ ა დ მ ო ნ ა შ თ ა დ მონათლა და გადაშენება ოფიციალურად უსურვა,
რასაც უმალ დაემორჩილა მეტწილ ახალგაზრდათა ლაბილური ბუნება...
ამის შედეგია ის, რომ ადგილის დათმობაზე საუბარი, რომელიც თავისთავად მორალის შემცველია,
ისეთ მერკანტილურ განტოლებებში გადადის, როგორიცაა მაგ: ,, მადლობასაც არ გეუბნებიან''... ,,სპეციალური ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი''...
და სხვა ამგვარი ,,სიბრძნეები''.
ადამიანს არა კ ა ნ ო ნ ი, არამედ შინაგანი ხმა, ანუ სინდისი უნდა გკარნახობდეს როგორ უნდა მოიქცე მაშინ, როცა უძლურს, იმ წუთს, შენზე მეტად უჭირს...
თუნდაც გავალდებულებდეს, მერე რა? გვარიშვილობა წაგიხდება, თუ ძმაკაც-დაქალებში მოგეჯაყება თავი, თუკი მოხუცს,
თუნდაც აფერისტს, ადგილს დაუთმობ და, თანაც ისე, რომ მისგან მადლობას არც კი დაელოდები?
ჭარმაგ, გამოცდილ და ბევრის მნახველ ადამიანებში დარჩენილი წლები უკვე ზ ე დ მ ე ტ ო ბ ი ს განცდასთანაც კი ასოცირდება და,
დარწმუნებული ვარ, ბევრი აქ მფლოსტავისთვის სრულიად გაუგებარი იქნება ეს საშინელი გრძნობა.
განსაკუთრებით მათთვის, ვინც გამწარებით მიაშტერდება მობილურს, ან ფანჯარას, როდესაც მოხუცი, ორსული, ან ინვალიდი წაადგება თავზე.
ამ წუთისოფელს ერთი მადლიანი თვისება აქვს: ყველას თავისას მიუზღავს აუცილებლად.
თვით იმ ახალგაზრდასაც კი დააბერებს და დააჩაჩანაკებს, ვისაც ტრანსპორტში ადგილის დათმობა ეზარებოდა ხოლმე.
ხოლო ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, როდესაც რომელიღაცამ პირველად წამოაყრანტალა ამ ბოლო დროს არაჩვეულებრივად გაპოპულარებული ფრაზა:
,,ეგ თქვენი პრობლემაა''...
გულგრილობის მწვერვალი