#48377188 · 18 Jul 2016, 12:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შეკვეთილში ვარ ყოველდღე დადის ტრაქტორი, საცერმობმული და ალაგებს. ნატანებში ფილტრებია ჩაყრილი და წინა წლებში თუ უამრავი რამე ჩამოქონდა, ახლა წვიმის მერე წვრილი ნაფოტების მეტი ზღვაში აღარაფერი ტივტივებს. მარა ამ შუა სეზონზე გაქანებული მშენებლობაა, 10 სახლი შენდება გარშემო, წაიღეს ტვინი. ამ დილით 6 საათზე გამაღვიძა გადაძახილ-გადმოძახილმა: "-ჩემი ბაწარი მადანეა? -აა-რა -აბა მაი ვედრო რაზე გიკიდია -ეგი ჩემია.."
და ა.შ.
ხო ხეებს ჭრიან უპრაკუნოდა, გაცემენ და გაცემენ ნებართვებს
ისე ფოთში დავდიოდი წინა წლებში ბაზარში და საყიდლებზე, 6 წელია ქობულეთზე გადავერთე, თუმცა ვერ ვიტანდი იმ 11 კმ-იანი ტრასის გავლას. საშინელი სანახავი იყო ფოთი, ანგრეულ-დანგრეული, ჭუჭყიანი, ჩამონგრეული უჟმური სახლები წელს ჩავედი. გამაკვირვა, მიდის მშენებლობა სახლები შელესილ-გარემონტებული, შეღებილი ეზოები მოვლილი, ძველ დროს რომ მახსოვს, ისე
--------------------
და-ბა-და, და-ბა-და, და-ბა-და,და-ბა-და... დაბა-და, დაბა... დაბა-და, დაბა...
|