#48655342 · 25 Aug 2016, 13:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი სიტყვით, ჯარიმა გამოწერილია 17 მარტს, ხოლო საურავი დადებულია 22 აგვისტოს. გამოდის 22 ივლისს იყო კურიერი მოსული, ან 21-ში, ანუ 30 დღით ადრე რაც მთავარია არავინ იყო სახლში მაგ პერიოდში, მე არ ვიყავი და ოჯახი კახეთშია საერთოდ მესამე თვეა უარის მთქმელიც არავინ ეყოლებოდა კურიერს ხო ხვდებით
აი რა გავაკეთო? * * * მოკლედ, ვიყავი სითი პარკში და დამიდეს წესდება ჩემთვის საჭირო ერთ დეტალზე, ასე რომ გვეცოდინება რა და როგორ და აღარც სურპირზები გვექნება:
ჩემი მაგალითიდან გამომდინარე ასე ამიხსნა სითი პარკის იურისტმა: კურიერი თქვენს მისამართზე იყო ორჯერო, ორივეჯერ დახვდა ვიღაც მამაკაცი და არ ჩაიბარა ქვითარიო, ხელმოწერა არის არ არის, იბარებ არ იბარებ სულერთიაო, როდესაც კონკრეტული ოჯახიდან თუნდაც ერთი სულიერი გამოყოფს თავს და კურიერი მას გაესაუბრება ეს უკვე ჩაბარებულად ითვლება და 30 დღის შემდეგ იდება საურავი გადაუხდელობის შემთხვევაშიო.
ეს ეხლა მოვყევი ჩემი ენით, ხოლო რეალურად ეს ყველაფერი გაწერილი აქვთ წესდებაში რომელიც ვნახე. მე დამაწერინეს საჩივარი იქვე იურისტთან, საჩივარი რა.. თხოვნით მივმართე ტექსტში, დავურთე ისიც რომ ვინ მამაკაცმა ჩაიბარა ჩემთვის გაურკვეველია და არც ოჯახის წევრია. ჯარიმა შეაჩერეს და დაგირეკავთ სამ დღეშიო. მოკლედ ვნახოთ..
მთავარია საურავი გარდაუვალია კურიერის მოსვლის დღიდან 30 დღის შემდეგ გადაუხდელობის შემთხვევაში. ასე რომ შეგიძლიათ ხელი მოუწეროთ ძალიან თავისუფლად. ეს არაფერს ცვლის
|