მაინტერესებს,როგორ მივიდნენ ბაბუა/შვილიშვილი ძვლებამდე...ძვლების მეხსიერებამდე?!
მინდა გითხრათ ცოტა რამ ღეროვან უჯრედებზე.ადრეც დამიწერია.
ღეროვანი უჯრედები (stem cell),ეს არის,თვითგანახლების მექანიზმის სადღეისოდ ცნობილი ძირითადი ელემენტი,
შეიცავს დნმ-ში კოდირებულ ყველა "ინსტრუქციას"!
აქვს როგორც თვითგანახლების,თვითრეგენერაციის უნარი,
ასევე სპეციალიზირებული უჯრედების წარმოქმნის უნარი- სხვა უჯრედად დიფერენცირების უნარი...
აღმოჩნდა, რომ ღეროვანი უჯრედები შეიძლება მიღებულ იქნას ორგანიზმის ნებისმიერი ქსოვილისგან,
მათ შორის ადამიანის კანიდანაც,თმისგანაც...შესაძლოა ძვლისგანაც.
დიდი,არც ისე შორეული პერსპექტივა აქვს "უჯრედული თერაპიის" გამოყენებას!
ისე,სულ რამდენიმე წლის წინ მთელი გენეტიკური თუ იმუნოლოგიური თავსატეხი ისევე გადაუწყვეტლად სჩანდა,როგორც დღეს,რაც შეეხება
მაგ."თავისუფალ ნებას"ან "როგორ მუშაობს ძვალი,აქვს თუ არა მეხსიერება"...
საერთოდ,"როგორ მუშაობს ტვინი"?!
ინტელექტის ტრენინგი ბავშვობიდანვეა საჭირო...
ბავშვობაში მიღებული ცოდნა თუ უნარი რაღაც დროს,რაღაც მომენტში აუცილებლად "იფეთქებს"...
ვერავინ შეუშლის მას აკეთოს დიადი აღმოჩენები...კვანტურ ფიზიკაში,
თუ ნეირობიოლოგიაში,სადაც,ზუსტად დღეს ხდება მეცნიერული რევოლუცია ნეიროვიზუალიზაციის მეთოდის დანერგვით,
მეცნიერული მეთოდები კი იმისთვის არსებობენ, რომ უკუაგდონ,დამაჯერებლად, მცდარი ინტერპრეტაციები...
ან აჩვენონ,დამაჯერებლად,თუ საიდან მოდიან მაგ.სიგნალები,რომელნიც განსაზღვრავენ არჩევანს,თავისუფალ ნებას?!
წარმატებები ლუკას!
როგორც ამბობენ,"სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს!"