რა იცის ხოლმე ამ ხალხმა ეს ორი სიტყვის ათას სიტყვაში თქმა?
რეალურად ქვეყნის განათლების სისტემას აქვს რამდენიმე პრიორიტეტი:
1) სასკოლო რეფორმა
ა) მოხდეს პედაგოგების ხელფასის გაზრდა და მათი შემდგომი გადამზადება/ფილტრაცია კვალიფიკაციის მიხედვით.
ბ) მოხდეს სასწავლო პროგრამების დახვეწა
გ) მოხდეს სპეციალისტური წრეების სისტემის დანერგვა დაწყებული დრამწრიდან დამთავრებული პროგრამირების და რობოტიკის კურსებით და ეს მისაწვდომი იყოს მინიმუმ რაიონულ დონეზე.
2) სკოლისშემდგომი განათლების რეფორმა
ა) მოხდეს უნივერსიტეტების სტანდარტების აწევა, როგორც აკრედიტაციის ასევე სასწავლო პროგრამების და ლექტორების მხრივ.
ბ) მოხდეს საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამების გადახედვა და დახვეწა, ასევე სტანდარტიზაცია.
გ) მოხდეს სასწავლო და სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის კვლევათა კოლაბორაცია.
დ) ყურადღება მიექცეს ტექნიკურ განათლებას.
ე) გაიმართოს და გაიზარდოს პროფესიული გადამზადების კურსები და მოხდეს მათი სასწავლო პროგრამების სტანდარტიზაცია.
რათ უნდა ეხლა ამას ჰარმონიულობა და ლიბერალური ქართველი და ტრალი ვალი უცხო სიტყვების რახარუხი იმის გამო რო ბრძენი და განსხვავებული აღმოჩნდე.
რას უშვება ეს გუმანიტარობა ხალხს. აგერ მათემატიკოსი და კომაროველიც გაგუმანიტარებულა.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"
Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.
შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098
Why carry a gun? Because 1911 > 911.
t90a.sarahah.com