#48390211 · 19 Jul 2016, 22:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველა სარწმუნოება დაფუძნებულია სიყვარულზე: ადამიანის, სიცოცხლის, ბუნების, კაცობრიობის, საცოდავია ის ადამიანი ვისაც არაფრის არ წამს, არ უყვარს ადამიანები და მათ გარშემო რაც კი არსებობს, რწმენამ მოიყვანა ეს პატარა ქვეყანა ამდენი საუკუნეა და ურწმუნოებამ დაანგრია დიდი იმპერიები, გასაგებია საპატრიარქოშიც ბევრია ქონებას დახარბებული, მიკედლებული გამორჩენის გამო მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ რწმენა დავკარგოთ, ზემოთ დაიწერა< თუ მასწავლებელმა ქრთამი აიღო სკოლები უნდა დავხუროთ? არ არის ეს სწორი მიდგომა, ნუ დაგავიწყდებათ ომებში მოწინავეთა რიგებში იდგნენ თქვენ როგორც უწოდებთ ე.წ. წვეროსნები ერთ ხელში ჯვრით და მეორეში მახვილით და ასე რწმენით მოვედით აქამდე, კაცობრიობის საფუძველი რწმენაა და თქვენ გინდათ ეს რწმენა მოკლათ? არ გამოგივათ არაფერი, თქვენზე ბევრად ძლიერებმა მოინდომეს ეს მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და თქვენ მითუმეტეს, ასე რომ ვიდრე კიდევ ერთ შეტევას დაგეგმავთ საპატრიარქოზე კარგად დაფიქრდით და საერთოდ რამე იწამეთ, თუ გინდაც სიყვარული, იქნებ გადარჩეთ და ყველაზე ძვირფასი-სული გადაირჩინოთ
|