#48389703 · 19 Jul 2016, 21:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამ გაგიქვავათ, ხალხო, გულები? ნუთუ აღარ გახსოვთ ყოველ კუთხე-კუნჭულში ჩასაფრებული 2-2 ლარიანი გაიშნიკები? ან შევარდნაძის დროს რომელიმე თქვენგანისათვის მანქანა არ მოუპარავთ? აღარაფერს ვამბობ მთელ ქვეყანაში გაჩაღებულ კაცისკვლაზე, მძევლების გატაცებებზე, ქურდობებზე და სხვა ათას უბედურებაზე, რაც ამ ქვეყნის მოსახლეობას ნამდვილ ჯოჯოხეთში ამყოფებდა? ამ კაცმა საქვეყნოდ გადადო თავი, შექმნა პოლიცია, სამართალდამცავი ორგანოები და ისტორიულად ხანმოკლე პერიოდში ისეთი წესრიგი დაამყარა, რომ გაოცებული უცხოელები თვალებს აღარ უჯერებდნენ. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ერთპიროვნულად არ ჩაუდენია, ჰყავდა ტავისი თანამოაზრეები და ერთგული თანამშრომლები, თანაც ეს გრანდიოზული ისტორიული საქმე ცალკეული ხარვეზებიდანაც არ იქნებოდა დაზღვეული, მაგრამ თუ ობიექტურად განვსჯით, სხვა ფაქტორებთან ერთად ყოველივე ამან საფუძველი ჩაუყარა ჩვენს სახელმწიფოებრიობას, რაც მყარზე მყარი ფუნდამენტია ამ ურთულეს დროში ჩვენი ერის გადარჩენისა. გარწმუნებთ, მე პირადად არ ვიცნობ ბატონ ვანოს, არც არასოდეს მქონია მასთან რაიმე საქმე, მაგრამ ვინატრებდი, რომ ასეთი მამულიშვილები მრავლად ჰყოლოდა ჩვენს ქვეყანას... ასე რომ, ვანო მერაბიშვილი მეტ გულისხმიერებას იმსახურებს საქართველოს ყოველი მოქალაქისაგან. დროა სათანადო ორგანოებმა ყურად იღონ საერთაშორისო სასამართლოს ვერდიქტი და გაათავისუფლონ პატიმრობისაგან!
|