#48390964 · 20 Jul 2016, 00:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახალი, (გამდიდრებული) ქართველების ქველმოქმედება.
ისინი მეტწილად გამდიდრდნენ ქურდობით და ალბათ, იშვიათად და ზოგჯერ ძილ-ღვიძილისას, რაღაც სინანულისმაგვარი წამოუვლით. მაგრამ ამ სინანულს ცნობიერამდე ამოსვლას არ აცლიან, უკანვე ტენიან ქვეცნობიერში. ქვეცნობიერ-არაცნობიერიდან ეს არამოტანილი სინანული მათში ღვინით თრობისას ან რაიმე ხალხმრავალ ქეიფებზე ამოიფრქვევა ხოლმე სენტიმენტალურ-ეგოისტურ ემოციად და ამ ეგოიზმიდან მათში აღმოცენდება კვლავ ეგოისტური "ქველმოქმედების" იმპულსი.და იწყებენ "ქველმოქმედებას."
ისინი უგულო გულით თვალს გადაავლებენ მათი ქველმოქმედების არეალს და მონახავენ ყველაზე თვალშისაცემ სტადიონს. ეს სტადიონი კი ეკლესიაა მათთვის. ამ სტადიონზე მრავალი ხალხია. ტრიბუნებიდან ისმის მათი ღრიანცელი და გამამხნევებელი ხმები. მსაჯები და მსაჯულები კი წვერიანები არიან ჯიპებით, ღიპებით და მსუნაგი ფულისმოყვარეობით. "ქველმოქმედების" სამიზნე ჯგუფი მონახულია - მამაოეთი და მათ მიერ გაბრუებული მრევლი.
წვერიანთა არქიტექტორებიც ელოდებიან მათ თავიანთი შაბლონ-ეკლესიებით.
ეკლესიათა ქსეროასლებით.- ეს შაბლონი გირჩევნია, თუ ის? - აი, ეს შაბლონი კი იმის ქსეროასლია მულღაზანზარში რომ დავდგით! ქურდი ქველმოქმედი ფიქრობს... ის ფიქრობს მთელი ოთხნახევარი დღის განმავლობაში და მერე მეასლე არქიტექტორს ეუბნება- გენაცვალე, აი ის შაბლონი მომართვით.
სტადიონის ტრიბუნებზე წამოიშლება ქველმოქმედის გატანილი გოლით აღტაცებული მრევლი..
- აი ჭეშმარიტი ქველმოქმედი! ღრიალებენ ტრიბუნები. ქველმოქმედი კი მორცხვი ღიმილის ქვეშ დაფარული ეგოიზმით ანაფორის კალთას უკოცნის წინამძღვარ მსაჯსა და მის დიაკონს. წვერიანიც წვერჯვარს გარდასახავს მას და ითვლის თავის ცნობიერების ნაკადში, რამდენს წაიღებს სახლში ამ მშენებლობით.
მთელი სტადიონი კმაყოფილია, ყველანი ზეიმობენ!
სადღაც ვაგონში კი 7 სულიანი ღატაკი ოჯახი სიღატაკეს და შიმშილს ებრძვის.
ღვთისმოსავებს არ ახსოვთ ისინი. ისინი არავის ახსოვს. ჩვენზე ბევრი ქრისტიანი მთელ საქრისტიანოშიც კი არ არის.
ივერია გაბრწყინდება...
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|