ვიღაცამ დაწერა კატასტროფა არ არისო.
შეიძლება ასეა, არ ვიცი, ბოლომდე იმაშიც არ ვარ
დარწმუნებული, რომ კატასტროფა არ არის.
უბრალოდ ძალიან მწყდება გული, რომ შეიძლებოდა
უფრო ლაზათიანად წარმოგვეჩინა ქართველი სპორტსმენები,
მაგრამ, ჩვეულებრისამებრ, უგულოდ, არაფროფესიონალურად
მიუდგნენ ამ საქმეს.
არადა, ჩაცმულობასაც შეუძლია დადებითი ეფექტის მოხდენა.
ჩვენ სპორტსმენებს ამ მხრივ, ნამდვილად არ გაუმართლდათ.
მათი სამოსი, ოდენ განსაკუთრებით "გასხივოსნებულ" ადამიანს მოწონს.
ზოგიერთ მათგანს საერთოდაც, ვიღაცის ჯინაზე.
ერთხელ კიდევ გავიმეორებ: გაპარსეთ მამაკაცი სპორტსმენები.
ქალებს კაბები დაუმოკლეთ, ქისები და გაურკვეველი "თავსახურები" კი, მარათონის
დისტანციის მანძილზე მოისროლეთ!!!
ყოველგვარი ყოყმანის გარეშე!
vita brevis...