ქო, ნაცებს არ მოსწონთ მარტო

კვაჭანტირაძე ოლიმპიური ნაკრების ფორმაზე: არ მაინტერესებს, ვინ შეკერა ეს უმსგავსობა
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ეხმაურება საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმის შესახებ ფეისბუკზე მიმდინარე დისკუსიას. “არ მაინტერესებს, ვინ შეკერა ეს უმსგავსობა. მთავარია, რომ უგემოვნებო და უსახური ფორმები შეკერა და საქვეყნოდ დასაცინად გაგვიხადა საქმე”, – აცხადებს იგი.
“უპირველესად, გზას დავულოცავ ჩვენს გოგო-ბიჭებს და ვუსურვებ გამარჯვებებს რიოში. დარწმუნებული ვარ, გაგვახარებენ და ბევრ ოქროს და ვერცხლს ჩამოიტანენ ბრაზილიიდან!
ახლა კი საერთო აღშფოთებას უნდა შევუერთდე და ვისაც უნდა ეწყინოს. ჩვენც გვაწყენინეს ამ უშნო გადაწყვეტილებით.
ჯერ ერთი, ზაფხულია, ხალხო, და ეს მაინც როგორ ვერ გაითვალისწინეთ, როდესაც ამ აშკარად საზამთრო დიზაინის ფორმებზე თანხმდებოდით? (სხვა დეტალებზე აღარც გავჩერდები.)
ვერც ერთ გაღიმებულ სპორტსმენს ვერ ნახავ დღევანდელ ფოტოებზე. სიცხის ბრალი იყო ალბათ, მაგრამ რიოში კიდევ უფრო ცხელა.
ოლიმპიური ფორმა უნდა იყოს მსუბუქი, ძალიან ორიგინალური, ახალგაზრდული და სექსუალური. ბოლოს და ბოლოს, რამდენი ნიჭიერი დიზაინერი გვყავს მთელ მსოფლიოში მიმოფანტული….
არ მაინტერესებს, ვინ შეკერა ეს უმსგავსობა. მთავარია, რომ უგემოვნებო და უსახური ფორმები შეკერა და საქვეყნოდ დასაცინად გაგვიხადა საქმე.
იქნებ ჯერ კიდევ შეიძლება ამ მარაზმატული შეცდომის გამოსწორება?”, – წერს კვაჭანტირაძე.
http://netgazeti.ge/news/130902/პასუხი კი სპორტის სამინისტროს მოსთხოვეთ , რა პრინციპით მოიწონეს ფორმის დიზაინი, ახსნან აბა
Yველგან მართლა როგორ უნდა ჩაისვარონ ამ ბანძებმა
მიზნად აქვთ აზიატებად წარმოგვაჩინონ?
Don’t argue with idiots because they will drag you down to their level and then beat you with experience.
Never argue with a fool; onlookers may not be able to tell the difference.
Darkness cannot drive out darkness; only light can do that. Hate cannot drive out hate; only love can do that.