ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი ნინო სალუქვაძე "აიპრესთან" საუბრისას განმარტავს, რომ ქართველი ოლიმპიელებისთვის კოსტიუმების სამი ვარიანტია შექმნილი.
მისი თქმით, იქედან გამომდინარე, რომ რიოში ზამთარია და ღამით ტემპერატურა იკლებს, შეიქმნა კოსტიუმების სამი ვარიანტი და ადგილზე შეირჩევა შესაბამისი სამოსი.
"რიოს ცერემონია იქნება გვიან საღამოს, ცერემონიამ შესაძლოა, ღამის პირველ საათამდე გასტანოს. ოლიმპიელებს გააჩნიათ სამოსის სამი ვარიანტი და ამ სამი ვარიანტიდან ტემპერატურის მიხედვით საღამოს ცერემონიაზე, რიოში ადგილზე აირჩევა სამიდან ერთ-ერთი", - განაცხადა ნინო სალუქვაძემ.
როგორც "აიპრესისთვის" გახდა ცნობილი, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება სამოსიდან პიჯაკის ამოღება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ოლიმპიელებისთვის სამოსი კომპანიამ "სამოსელი პირველი" შექმნა. კოსტიუმების სამივე ვარიანტი ქართული ორნამენტებით არის შექმნილი.
არც ისე ცუდად ყოფილა საქმე
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3