ისე, ცოტა ღრმად რომ დაფიქრდეს კაცი, ყველა რელიგია დაიყვანება ერთ ფუნდამენტზე და ესაა სულის არსებობა.
საკითხი ასე დგას– არსებობს თუ არა სული?
რელიგიას ჰოყოფითი პასუხი აქვს.
მატერიალიზმს –მკვეთრად უარყოფითი.
არა რა, მაინც უნდა ვთქვა :დ
თუ თქვენს წარმოდგენაში და პირად შეგრძნებებში არსებობა გამოიყურება ისე, რომ სული არ არსებობს, რა მნიშვნელობა აქვს პატარა ბიოლოგიურ რობოტს ნაქირავები საშვილოსნოდან მიიღებთ თუ ლაბორატორიის სინჯარიდან?
ეს საქმე ასე გამოიყურება თავის დინამიკაში:
პერსპექტივაში თქვენ არამარტო საშვილოსნოს და მერე უკვე სინჯარას იქირავებთ, არამედ შეუკვეთავთ გარკვეული გენ.აქტივების მქონე პატარა ბიორობოტს.
ამ აქტივებში იგულისხმება როგორც ფიზიკური მონაცემები /რასობრივი ელფერი, სარტყელის მიხედვით იერ–სახე და ა.შ/ ასევე ფსიქიკური. ზოგს ნაზი და თვინიერი რობოტუნა მოუნდება, ზოგს –ცოცხალი და აქტიური.
ეს არ არის ბოლო წერტილი. რადგან მიგეხსენებათ ერთსქესიანებსაც უნდათ "საკუთარი შვილ–რობოტი".
გენური ინჟინერია ისეთნაირად ვითარდება /და ის წინ უსწრებს თქვენს ფსიქო–სოციალურ აღქმებს და მსოფლმხედველობითს აზროვნებას/ რომ შესაძლებელი გახდება ერთი სქესის ორი ადამიანის გენეტიკური "ჯაჭვიდან" გამონაწევრება და სასურველი სქესის ემბრიონის მიღება.
მეტიც: მომავალში ბუნებრივი გზით რეპროდუცირება ისევე ჩაითვლება ცხოველობად და გადმონაშთად როგორც დღეს რელიგიური აღქმები – ამ სიტყვის ყველაზე უზოგადესი/არაინსტიტუციონალური/ გაგებით!
ბუნებრივი გზით რეპროდუცირება აიკრძალება კანონით!
შეკვეთილი "ბიორობოტშვილის" შეძენის, გაზრდისა და მოვლის შესახებ აგრეთვე იარსებებს კანონი.
ასეთია მოვლენათა დინამიკა.
ახლა ამ დინამიკის სათავე წყაროებთან დგას კაცობრიობა და არ იცის, ვერ ხედავს რომ ეს წყაროები გზად სხვა შენაკადებას შეიერთებენ, შემთლიანდებიან და უზარმაზარ წყალვარდნილად დაატყდებიან თავს სადღაც ბარის ცალკეულ კუთხეებში შეყუჟული კაცობრიობის ნაწილებს.
ვინც ამ აზრებში ფანტასტიკას ხედავს, მე მათ ვეტყვი: ამ "ფანტასტიკის" რეალიზებას, ანუ რეალობადქცევას ისინი გამოიწვევენ იმ ხედვებიდან დამკვიდრებული ცხოვრებით, რომლის ქვაკუთხედია – "სული არ არსებობს"!
* * *
პ.ს. ახლა, დრვანდელობას, როგორც რაღაცის შედეგს, წარსულის მიმართულებით გავხედოთ:
ის, რომ დღეს ადამიანი შეპყრობილია მატერიალიზმით და სრულიად განადგურებული აქვს სულის ხედვა და აღქმა, არის შედეგი იმ პროცესებისა, რომლებმაც თავის დროზე ისეთნაირად იმოქმედეს ადამიანზე, რომ მისი ფსიქიკა მთლიანად მატერიის აღქმებით შთაბეჭდილიყო.
რომ დარღვეულიყო ბალანსი სულისა და მატერიის ჰარმონიულ აღქმას შორის, ამ უკანასკნელის სასარგრბელოდ.
ადამიანი წავიდა ამ კომპრომისზე,რადგან ისევე ოსტატურად აღმოჩნდა გაცუცურაკებული, როგორც იმ უხსოვარ დროს, როცა "საშვილოსნოთი" დაიწყევლა

დღეს ამ "წყევლისგან" "გათავისუფლებას" სთავაზობს ადამიანს ტექნოლოგიების ქვებუნება და ადამიანი წავა /მიდის / ამ შემოთავაზებაზე, რადგან მისი ფსიქიკა უკვე იმ შედეგობრივ ვითარებაშია,რომელშიც სულის არსებობა-არარსებობის კითხვა უკვე მოიხსნა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ.
"მათი კერპები ვერცხლი და ოქროა ადამიანის მიერ შექმნილი" – ადამიანმა გააკერპა და გააღმერთა მატერია. ფაქტიურად მან რელიგია კი არ უარყო, არამედ გააუკუღმართა. ესაა ყველაზე დიდი შეცდომა. ამის შედეგად დღეს რალიგიურ ინსტიტუციაში სული არ მოიპოვება!
This post has been edited by annavita on 25 Jul 2016, 11:34
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო