ეხლა ამ წუთას ნორვეგიაში ვარ და არცერთხელ, არცერთხელ არ დამინახავს თუნდაც ოდნავ სწრაფად მიმავალი მანქანა.
აბსოლუტურად არავინ არ არღვევს მოძრაობის (და საერთოდ არანაირ) წესებს.
არავინ არსად არ გარბის, არავინ არსად არ ეტენება, არავინ არავის გზას არ უჭრის, არავინ არავის არ უყვირის, საჭესთან არავინ არ მესიჯობს, არავინ არ იფურთხება, არავინ ზებრაზე არ გადაგივლის, არავის აზრადაც კი არ მოუვა საჭესთან ნასვამი დაჯდომა .... ერთი სიტყვით - თეთრი შურით მშურს.
ჩვენთან ნეტა როდის მოეღება ბოლო ამ ქაჯობას, მანქანის უნახაობას და ხამობას ?!
This post has been edited by spider77 on 7 Jul 2018, 00:19