anouk7
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 201518
რეგისტრ.: 25-April 15
|
#48456885 · 28 Jul 2016, 19:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
akoako_1987
QUOTE | თურქეთი ირანი ერაყი კი ბატონო.მაგრამ რაც აქ ფაქტებია მოყვანილი არარეალირად მეჩვენება და რა ვქნა.როგორ წარმოგიდგენია ვიღაც 65 წლის იტალიელი ცოლად ირთავს ორსულ ქართველ 21 წლის გოგოს.რას უზამს სახლში გამოკეტავს? მერე კიდე პასპორტი წაართვესო. |
ჰმმ, აბა რას იტყვი ჰოლანდიაზე ანდა ბელგიაზე? იქ ეგეტები უნდა ხდებოდეს?! ეგეტები ხდება და ამაზე უარესი, ასობიტ და ატასობიტ ეგეტი ქალები ყავტ, ტავად ჰოლანდიელებიც კი, დიახ, ძალიტ,მ პატარა გოგოებიც, ლოვერბოის ეზახიან რომ იტყებენე პატარა გოგოებს და აბარებენ, ამაზე ფილმებიცაა გადარებული
glamo
QUOTE | შეიფარონ მერე, ვერ იფარებენ ეტყობა დიდი ხნით და შეიძლება აზრზეც არ არის ენის, საერთოდ სიტუაციის, |
ცოტა ხნიტ სანამ რამე გაირკვევა ენის სწავლას კი რა უნდა ახალზგრდა ყოფილა, ტუ საქარტველოში ეშინია დაბრუნება * * * ტრეფიკინგი საქართველოში
ადამიანით ვაჭრობის სფეროში, საქართველო იყო მესამე კატეგორიის ქვეყანათა შორის, იგულისხმება ამ მხრივ ყველაზე ცუდი მონაცემების მიხედვით, სადაც ტრეფიკინგი ყვაოდა და დაბრკოლება არ ექმნებოდა გასული წლის პირველ ნახევრამდე. ეს ხდება არა იმიტომ, რომ უამრავი ადამიანია ტრეფიკინგის მსხვერპლი, არამედ იმიტომ, რომ მთავრობა ძალიან ცოტას ან საერთოდ არაფერს არ აკეთებს მის შესაჩერებლად. გასულ წელს საქართველო გახდა რიგით მეორე ქვეყანა, რაც არ უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობაში ან ქვეყნაში არსებულ ტრეფიკინგის პირობებში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას, არამედ ეს უფრო დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ სხვა ქვეყნებს, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურთ, რომ საქართველოში ცუდი მდგომარეობა იყოს.
მარკ ჰულსტის თქმით, რომელიც არის IOM-ის (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) საქართველოს ფილიალის წარმომადგენელი, საქართველოს ხელისუფლება ამჟღავნებს ტენდენციას დაინტერესდეს იმ განსაკუთრებული საკითხებით, რომელბსაც სხვა ქვეყნები წამოჭრიან, რადგანაც სამთავრობო სააგენტოებს შორის კოორდინაციის და იმ სტიმულის ნაკლებობა, რომელიც საჭიროა ამოქმედებისათვის, ნიშნავს იმას, რომ საკანონმდებლო და/ან აღმასრულებელი საქმიანობა უმეტეს წილად წარმართულია საჩივრების საფუძველზე და არა დამოუკიდებლად, თვითონ ხელისუფლების ინიციატივით. ამჟამად ტრეფიკინგის პრობლემას განიხილავს, როგორც იუსტიციის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც გააჩნია ტრეფიკინგთან ბრძოლის განსაკუთრებული დეპარტამენტი.
ნათელი მიზეზების გამო ძალიან რთულია ადამიანით უკანონოდ ვაჭრობასთან დაკავშირებით სანდო სტატისტიკური მონაცემების მოპოვება. ცნობილია, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ, რომელთაც ხშირად იძულებით რთავენ პროსტიტუციურ საქმიანობაში. სინამდვილეში კი საქართველოდან რუსეთში გადაჰყავთ და ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება უფრო მეტი მამაკაცი, ვიდრე ქალი, რომელთაც ძირითადად მონური სამუშაოს შესრულება უხდებათ. თურქეთი და საბერძნეთიც ხშირად გამოიყენება ქართველი მამაკაცების ტრეფიკინგისათვის. საბერძნეთი განსაკუთრებით პოპულარულია იმ ქართველებს შორის, რომლებიც საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის გზებს ეძებენ იმიტომ, რომ იქ უკვე ცხოვრობს საკმაოდ დიდი დიასპორის მოსახლეობა.
ძირითადად ადამიანით მოვაჭრეები უბრალოდ ემორჩილებიან მოთხოვნილებისა და მომარაგების კანონს. თურქეთში ან დასავლეთ ევროპაში მოთხოვნა არის მეძავებზე ან იაფფასიან მუშა ხელზე და ადამიანით მოვაჭრეები ცდილობენ დააკმაყოფილონ ეს მოთხოვნა და აცდუნებენ მსხვერპლს შეპირებებით კანონიერი დასაქმების შესახებ. ის ადამიანები, რომლებიც ამგვარი მოპყრობის მსხვერპლნი ხდებიან, ხშირად სარგებლობენ იმ კომპანიის მომსახურებით, რომელიც ჰპირდება მათ ვიზას იმ უცხო ქვეყანაში სამუშაოდ წასვლისათვის, რომლის ვიზის კანონიერი გზით მოპოვებაც რთულია ან პრაქტიკულად შეუძლებელი.
ზოგჯერ ამ არაკანონიერ საქმიანობაში ხდება ისეც, რომ კლიენტებს აძლევენ ყალბ ვიზას, მაგრამ უცხო ქვეყანაში ჩასულებმა უკვე თვითონ უნდა იშოვნონ სამუშაო. მაგალითად, შეიძლება ერთმა პირმა გადაუხადოს რომელიმე ფირმას ფული საბერძნეთის ვიზისათვის. შემდეგ ეს პირი აღმოჩნდება თურქეთის ან რუსეთის მიმართულებით მიმავალ ავტობუსში და იმედოვნებს რომ დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ ჩავა. უფრო ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც კლიენტებს ფირმები ჰპირდებიან ვიზასაც და საზღვარგარეთ დასაქმებასაც, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ დაპირებისამებრ საზღვარგარეთ მუშაობა დაიწყონ, ვთქვათ, ოფიციანტად, ქალებს ხშირად აიძულებენ პროსტიტუციაში ჩართვას ან ასრულებინებენ მონურ სამუშაოს ქარხნებში. მამაკაცებს ხშირად იმაზე ბევრად ნაკლებს უხდიან, ვიდრე დაჰპირდნენ და ისინიც იძულებულნი არიან მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ მძიმე სამუშაო პირობებში. ხშირად ქალებსაც და მამაკაცებსაც ე.წ. ექსპლუატატორები ართმევენ პასპორტებს, მას შემდეგ რაც უცხო ქვეყანაში ჩავლენ, რაც ართულებს მსხვერპლთა გაქცევას. გარდა იმისა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომლიდანაც არიან ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლნი, იგი ასევე არის პოპულარული სატრანზიტო ქვეყანა, რომლის გავლითაც გადაჰყავთ ახალგაზრდა რუსი და უკრაინელი ქალები თურქეთში, რომლებმაც იქ მეძავებად უნდა იმუშაონ. რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვარი, ხშირ შემთხვევაში, არის ის ადგილი სადაც ხდება ადამიანით მოვაჭრეთა საქართველოში შემოსვლა და გასვლა. კორუფცია და მექრთამეობა მზარდი კოეფიციენტით ხასიათდება საქართველოში, რომელიც რამოდენიმე ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანათა შორის ბანგლადეშისა და ნიგერიის შემდეგ მესამედ დაასახელეს. თეორიულად ქრთამის აღება უფრო ადვილია სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საზღვარზე, ვიდრე სხვა საზღვრებზე, რადგანაც ამ ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების გავლენა ბევრად უფრო სუსტია და ეკონომიკური პირობებიც უარესია, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ მესაზღვრეები ქრთამს აიღებენ და უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ ისინი ზემდგომ ორგანოებს მოახსენებენ რაიმე უკანონო ქმედების შესახებ. შედარებით ცოტა რამ არის ცნობილი აფხაზეთში ტრეფიკინგის შესახებ. მიუხედავად ამისა ცნობილია, რომ აფხაზები ძალიან დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ მუშფობენ სამხრეთ რუსეთში.
ამჟამად ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მუშაობს ტრეფიკინგთან ბრძოლასთან დაკავშირებით არის IOM. IOM-ი საქართველოში მოიპოვებს და ანახლებს ინფორმაციას, როგორც კი ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება და გარკვეული ორგანიზაციები სთავაზობენ ხალხს ვიზებს და საზღვარგარეთ დასაქმებას. იმ ხალხთან გასაუბრების შემდეგ, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ და ყვებიან მათი გამოცდილების შესახებ და მათი ნაამბობის იმ პირობებთან შედარებით, რომელსაც დამსაქმებელი ორგანიზაციები პირდებიან თავიანთ კლიენტებს, შეგვიძლია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ კანონიერი ორგანიზაციები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ტრეფიკინგს ეწევიან. თუმცა, ის ორგანიზაციები, რომლებიც ცნობილი ხდებიან, როგორც ტრეფიკინგში ჩართული ორგანიზაციები ხშირად იცვლიან სახელებს და მისამართებს, რაც ართულებს მათი პოტენციური კლიენტების გაფრთხილებას მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. IOM-ში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელიც სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს პირებს, რომლებიც რეკავენ ამ ხაზზე, მათ შორის აწვდიან ინფორმაციას კონკრეტული დამსაქმებელი ორაგანიზაციის შესახებ, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომია.
ჰულსტი აფრთხილებს ქართველებს, რომლებიც ცდილობენ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას, რომ საქართველოში მხოლოდ რამოდენიმე ორგანიზაციაა აბსოლუტურად კანონიერი, დანარჩენები კი უკანონო საქმიანობას ეწევიან, რაც სხვადასხვანაირად გამოიხატება: ან ყალბი ვიზის გაცემით, ან ადამიანით ვაჭრობაში ჩართვით ან ორივეთი ერთად.
.........................................................................
ადამიანებით ვაჭრობა აქტუალურ პრობლემად რჩება 21.01.2008 ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, აქტუალური პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად უამრავი ნაბიჯი გადაიდგა, დღესაც ტრეფიკინგზე საუბარი აუცილებელია. სწორედ ამიტომ, 17 იანვარს სახალხო დამცველის ოფისში ამ პრობლემის განსახილველად შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის თავმჯდომარე, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მდივანი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის, თქმით, ტრეფიკინგის აღმოფხვრის სფეროში, გარკვეულ წარმატებას საქართველომ უკვე მიაღწია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. პრობლემის გათვითცნობიერებაში მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოების მონაწილეობა.
საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მას შემდეგ მიაღწია, რაც ტრეფიკინგთან ბრძოლის კანონი მიიღო. შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო. საბჭოს, ძირითადად, შეადგენენ ის უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების, ომბუდსმენის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ტრეფიკინგს ებრძვიან. საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორი თავმჯდომარეობს.
საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც 3 თვეში ერთხელ იმართება, ის მიმართულებები განიხილება, რომლებზეც მომავალში ყველა უწყება იმუშავებს.
ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებეთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მდივნის, ქეთი ხუციშვილის თქმით, ეს ასევე კარგი ფორუმია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რათა წარმოადგინონ საკუთარი საქმიანობა, მოახდინონ ამ საქმიანობის სამთავრობო სტრუქტურებთან კოორდინირება, დაზოგონ საკუთარი რესურსები, და შეამსუბუქონ სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობა.
„საბჭო პრევენციული ხასიათის ღონისძიებებსაც ატარებს. ამ ტიპის შეხვედრებით ვცდილობთ საზოგადოების ფართო ფენებს ამ დანაშაულთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ შექმნილია ყველა ის ძირითადი დოკუმენტი, რომელთა მეშვეობით ხდება მსხვერპლთა დახმარება, იდენტიფიცირება და საბოლოო ჯამში, საზოგადოებასთან რეინტეგრაცია“.
ქეთი ხუციშვილი საუბრობს საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე. მათ შორის არის მოსაზრება, თითქოს ამ დანაშაულს შეიძლება ემსხვერპლოს მხოლოდ ახალგაზრდა, გამოუცდელი, ხშირ შემთხვევაში, ქალი. არასწორია მოსაზრებაც, რომ ადამიანი ტრეფიკინგის მსხვერპლი მხოლოდ საზღვარგარეთ გამგზავრების შემდეგ ხდება. თუმცა პრაქტიკა საპირისპიროს აჩვენებს. „მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერ ადგილას, საკუთარ სოფელშიც კი“.
საბჭოს მდივნის თქმით, ჩვენი კანონმდებლობა მსოფლიო ქვეყნებს შორის ყველაზე დახვეწილია. ტრეფიკერად ისიც ითვლება, ვინც ტრეფიკინგში მყოფი ადამიანის შრომით ერთხელ მაინც ისარგებლა. საქართველოს კანონმდებლობით, ტრეფიკინგის მსხვერპლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. ამიტომ ბევრი ცდილობს თავი ტრეფიკინგის მსხვერპლად გამოიყვანოს.
ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის თავმჯდომარეს, მარი მესხის თქმით, საქართველოში საკანონმდებლო პრობლემები არ არის, არსებობს მხოლოდ ტექნიკური და ყოფითი სიძნელეები: „2006 წლის ივლისში მიღებული კანონით პრობლემების უმეტესობა, რომლებიც საქართველოს ტრეფიკინგთან ბრძოლისას ჩნდებოდა, დარეგულირდა. შეიქმნა პრიორიტეტების განმსაზღვრელი საბჭო, ფონდი, რომელიც იცავს ტრეფიკინგის მსხვერპლებს, მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც მსხვერპლს სტატუსს ანიჭებს. სწორედ ამიტომ შარშან საქართველო პირველ კალათაში გადაიყვანეს. პირველ კალათაში კი ისეთი ქვეყნები გადაჰყავთ, რომლებმაც გააძლიერეს პრევენციული ზომები, მსხვერპლების დაცვა და ა.შ.“
ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდი 2006 წელს შეიქმნა. იმისათვის, რომ ადამიანი ამ ფონდის დახმარებით სარგებლობდეს, აუცილებელია, მას ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭოს. ფონდში სამართლებრივ, სამედიცინო, ფსიქოლოგიურ მომსახურებას უწევენ. ფუნქციონირებს ცხელი გაზი და ხორციელდება სატელეფონო კონსულტაციები.
„მსხვერპლს, თავშესაფრის დატოვებისას 1000 ლარი ეძლევა. სოცმუშაკი ურჩევს, როგორ განკარგოს ეს ფული. მას შემდეგ, რაც მსხვერპლი დატოვებს თავშესაფარს, მასთან სარეაბილიტაციო პოლიტიკა გვაქვს. სოციალური მუშაკი მსხვერპლთან 12 თვის მანძილზე მუშაობს. თუმცა ეს შეხვედრები ხშირი არ არის, ჩვენ ვცდილობთ არ ჩავერიოთ მის ცხოვრებაში. სარეაბილიტაციო პოლიტიკა ბოლო დოკუმენტია, რომელიც საბჭომ მიიღო. ადრე ისეთი შემთხვევებიც გვქონდა, როდესაც ადამიანები თავშესაფარში 9 თვის მანძილზე ცხოვრობდნენ, რადგან სარეაბილიტაციო პოლიტიკა არ არსებობდა, ქუჩაში კი ვერ ვყრიდით.
მარკ ჰულსტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა დღეს უკვე გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ზუსტად განვსაზღვროთ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ტრეფინგის შემთხვევაში მსხვერპლის მიმართ არის განსახორციელებელი. ამ კანონების პრაქტიკული გამოყენება მაინც დასახვეწია, თუმცა წინა წლებთან შედარებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა.
ადამიანის ტრეფიკინგში ჩაბმის ძირითადი მიზეზი უმუშევრობაა. სწორედ სამსახურის პოვნის მიზნით ადამიანები ტრეფიკერების ხელში აღმოჩნდებიან ხოლმე. ეს კი იმიტომ ხდება, რომ პოტენციური მსხვერპლები უცხოეთში არალეგალურად მიემგზავრებიან. მარკ ჰულსტის თქმით, ევროკავშირში, სამომავლოდ, მუშახელის ნაკლებობას ელიან, ამიტომაც ამ პრობლემის მოგვარებაზე ბევრს ფიქრობენ.
„ზოგ სექტორში უკვე დაიწყეს იმაზე მუშაობა, რომ შრომის ბაზარი უფრო ღია გახდეს. იმ მესამე ქვეყნების სიაში, საიდანაც ელოდებიან მუშახელის შემოდინებას, ევროკავშირმა შექმნა პროგრამა „ცილკულარული მიგრაცია“. მაგალითად, პიროვნება ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში ჩადის. იქ კონტრაქტის საფუძველზე 2-3 წელი დარჩება. მერე საქართველოში დაბრუნდება. შემდეგ მას ისევ შეეძლება იმავე ადგილას ან ევროკავშირის სხვა ქვეყანაში სამუშაოდ ჩასვლა. ამაზე შედგენილია დოკუმენტები. მოსალოდნელია პილოტური ფაზის დაწყებაც და ის ქვეყნებიც დასახელდება, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში მუშახელი სამუშაოდ ჩავა. ამ ქვეყნების სიაში 2007 ივლისში საქართველოც შედიოდა. თუმცა ბოლოს ის სიიდან ამოვარდა. ვფიქრობთ, მიზეზი, ნოემბრის მოვლენებია, რომლებმაც იმოქმედეს მათ გადაწყვეტილებაზე. 2008 წლის ივნისში განხილვის მეორე რაუნდი იქნება. იმედი გვაქვს, საქართველო მაშინ მაინც მოხვდება საცდელი ქვეყნების სიაში.
შეხვედრაზე ბევრს საუბრობდნენ სხვადასხვა რელიგიის როლზე სოციალური, მათ შორის კი ტრეფიკინგის, მოგვარების საკითხებში. ამასთან დაკავშირებით რელიგიათა საბჭო ერთიან სოციალურ კონცეფციაზე მუშაობს.
ტოლერანტობის ცენტრის მთავარი ექსპერტის, ბექა მინდიაშვილის თქმით, ეს არის ერთგვარად უნიკალური დოკუმენტი, რადგან ყველა რელიგიურ გაერთიანებას აქვს საკუთარი სოციალური კონცეფცია. ამ დოკუმენტში იქნება ასახული, თუ რა პოტენციალი აქვს რელიგიას სოციალური პრობლემების მოგვარებისას, როგორ შეუძლია მხარში ამოუდგეს სახელმწიფოს და საზოგადოებას. შემუშავდება რეკომენდაციები, რომელთა ადრესატებიც სახელმწიფო და მედია იქნება.
კონცეფციის საზოგადოებაში დანერგვა სხვადასხვაგვარად მოხდება. რელიგიურ გაერთიანებებს შეუძლიათ ინფორმაცია თავიანთ მრევლში გაავრცელონ. რელიგიური უმცირესობები კი საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 12 პროცენტს შეადგენენ. ყველა რელიგიას საკუთარი მრევლი ჰყავს, კონცეფციის დანერგვა ასევე ხელისუფლებასთან და მედიასთან თანამშრომლობით შეიძლება. მთავარი ის არის, რომ სოციალური პრობლემების გადაწყვეტას არ შეუშლის არც რელიგიური, არც პარტიული განსხვავებები. არსებობს სურვილი, რომ ამ მიმართულებით საპატრიარქოც გააქტიურდეს. * * * 28/11/2014 Leave a comment ბავშვთა ტრეფიკინგი
images2 ბავშვთა ტრეფიკინგი, ანუ ბავშვებით ვაჭრობა ადრეც ძალიან ხშირი იყო და ახლაც აქტუალური თემაა.. ბავშვთა ტრეფიკინგის მსხვერპლნი ძირითადად ოჯახის მხრიდან ყურადღებას, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები არიან, რომლებიც პრობლემებით დატვირთული ოჯახებიდან “ბედის საძებრად” ქალაქში მიდიან და ტრეფიკიორთა ხელში ხვდებიან. ხშირად კი ბავშვებს თვითონ მშობლები ჰყიდიან დამატებიტი შემოსავლის მიზნით. ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვებს პასპორტებს უყალბებენ, ასაკს უმატებენ და უმოწყალოდ ამუშავებენ. რათქმაუნდა ეს პრობლემა მთლიანად მსოფლიოშია, მაგრამ საქართველოშიც სამწუხაროდ, ძალიან ხშირია ტრეფინგის შემთხვევები. ბავშვთა ტრეფიკინგის პრობლემა, იქნება ეს სახელმწიფოებრივ თუ ადგილობრივ დონეზე, ეფექტურად მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როცა თითოეულ ადამიანს, დიდსა თუ პატარას, ეცოდინება როგორც საკუთარი უფლება-მოვალეობები, ისე ის ტკივილი, შიში და დანაკარგი, რაც ამგვარ დანაშაულს მოაქვს. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ყოველმა მოზრდილმა ადამიანმა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა ბავშვის სიცოცხლესა და ბედზე. Categories: საკითხავი | Tags: ბავშვები, ვაჭრობა, მშობლები, ოჯახი, სახელმწიფო, სიცოცხლე, ტრეფიკინგი, შემოსავალი | Permalink.
|