ვერ აღმაშფოთა თემამ

ჩემი აზრით, ქართველი მშობლის ვალია შვილს ასწავლოს ქართული ენა.
განა იმიტომ რომ ''ქართველობა არ დაკარგოს'' და მსგავსი სისულელეები,
არამედ შვილის უფლებაა ჰქონდეს ურთიერთობის საშუალება მშობლის სანათესაოსთან
შეიძლება ამ მშობელს სულ გაწყვეტილი ჰქონდეს კავშირები საქართველოსთან,
მაგრამ შვილი გაიზარდოს და დაინტერესდეს თავისი წარმომავლობით
არაფერი არაა გამორიცხული.
ის, რომ ქართველები ვითომ ადვილად ივიწყებენ ენას, არ მჯერა
ამის მაგალითად თავის დროზე საფრანგეთში გადახვეწილი ქართველობა არ გამოდგება
მაგ ხალხს მგონი ეკრძალებოდა კიდეც საქართველოში ჩამოსვლა და იმ დროს უფრო ძნელი იყო აქეთ-იქით ფრენა
დღეს აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა
გერმანიაში ვისაც ვიცნობ, ქართველ გოგოებზეა საუბარი, ვინც გერმანელებზე გათხოვდნენ, ისინი წელიწადში 2-ჯერ საქართველოში არიან
ხან თვითონ პატიჟებენ ბებოებს შვილების მოსავლელად (

)
ანუ კავშირებია და ბავშვებმაც იციან ქართული.
ამ ბავშვებს არ მგონია გაორება სჭირდეთ
გაორება შეიძლება ჰქონდეს საქართველოში დაბადებულ-გაზრდილ სომეხს, ოსს, ვისი დედა ან მამა ქართველია
იმიტომ რომ ამ ერებს აქვთ კულტურული, რელიგიური, ისტორიული კონფლიქტები
და შესაბამისად ინდივიდსაც უწევს ან ერთი მხარის დაჭერა ან მეორის
ასეთი პრობლემა გერმანიაში ნახევრად ქართულ ოჯახში გაზრდილ ბავშვს არ აქვს
ის გერმანელიცაა და ქართველიც
შეიძლება უფრო გერმანელიც იყოს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის
ფაქტია, ქართული იდენტობა ექნება და ეს ხელს არ შეუშლის გერმანულ საზოგადოებაში იყოს სრულფასოვანი წევრი.
სხვანაირადაა სიტუაცია გერმანიაში მცხოვრებ მუსლიმებზე,
მათი რაოდენობა უკვე ძალიან დიდია,
შესაბამისად რჩებიან თავიანთ ნაჭუჭში,
ეწევიან თვითსეპარატიზაციას და არ აქვთ სხვა ერებთან ძალიან ახლო კავშირები
განსხვავებით ქართველებისგან, რადგან იმდენად ცოტა ქართველია გერმანიაში
რომ იძულებული ხარ აითქვიფო უმრავლესობაში
აი, ის ქვეყანა, სადაც ჯერ საერთოდ მუსიკის ფესტივალის ჩატარებაზე ტელევიზიაში დებატები იმართება
და მერე ამ დებატებში მამაოები მონაწილეობენ lol.gif