რა სირცხვილია!
მამაოები, რომლებიც ამით თავს იპიარებენ !
ქართველები, რომლებიც ამერიკაში მამაოების სუფს ელოდებიან!
ავტორი გოგო ვიღაც ცისნამი, რომელმაც აღარ იცის ყურადღება მიიქციოს, აფერისტი, თვითმარქვია და ქურდბაცაცა!
გული მერევეა ამ ყველაფერზე
http://editori.ge/?p=57706ქართველი მამაოების მიერ დაპურებული უსახლკაროები ( + ფოტო )
გამოაქვეყნა: ჟურნალისტი05on: პარასკევი, ივლისი 29, 2016In: ექსკლუზივი, საზოგადოება, სლაიდერიარ არის კომენტარები
წარმოუდგენელია, როდესაც ისეთ “მაძღარ” ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა ხალხს შია და პური ენატრება. არ ვიცი ვინ როგორ, რანაირად მივიდა და დაადგა ამ გზას, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველ ორშაბათ და ხუთშაბათს საღამოს პირველ ბრაიტონზე ბევრ უსახლკაროს შეხვდებით, რომელთაც ქართველი მამაოები, ბრუკლინში არსებული ღვთისმშობლის შობის სახელობის ქართულ ეკლესიაში მოღვაწე: მამა სპირიდონ ნარსია და მამა ზაქარია მჭედლიშვილი აპურებენ. სახელდახელოდ მომზადებული უგემრიელესი წვნიანი, რომელიც ორი ქართული რესტორნის დახმარებით მზადდება “ჯორჯიან ჰაუსი” და “თბილისი” მამაოებს თავიაანთი ხელით მიაქვთ უსახლკარო ემიგრანტებთან, თავად უსხამენ ჯამებში, თავიაანთი ფულით ყიდულობენ მათთვის საჭმელ პურს და თან ისე ანაწილებენ, რომ ყველა კმაყოფილი და ბედნიერი დატოვონ.
იქ შეხვდებით ყოფილი “საბჭოთა კავშირის” ქვეყნებიდან ჩამოსულ ემიგრანტებს, რომელთაც თავი ამერიკას შეფარეს. ზოგს რა პრობლემა აქვს, ზოგი გალოთდა, ზოგს სამსახური ვერ უშოვია, ზოგი კი ნარკოტიკებს იყენებს. ყველას ძალიან უყვარს ჩვენი მამაოები და სულ ხელზე ეამბორებიან. ნახავთ ახალგაზრდა 33 წლის ქართველ ვაჟკაცს ნიკოლოზს, რომელიც ძალიან განიცდის, რომ ცხოვრებამ ამ დგომარეობაში მიიყვანა, მამაოებს სთხოვს შენდობას და ვინ იცის უკვე მერამდენედ დებს პირობას, რომ წამალს აღარ გაიკეთებს.
ასეთია იმ ემიგრანტების რეალური ცხოვრება ამერიკაში, რომლებთაც ისე არ გაუმართლდათ როგორც სხვებს და უცხო მიწაზე აგრძელებენ ცხოვრებას.
ჩვენი თბილი მამაოები მათ გვერდით არიან, ეფერებიან, ყველას უსმენენ, პირჯვარს წერენ, ლოცავენ. მათ ეს სითბო, ბედნიერება ახარებთ და სიამოვენებით გეახლებიან უგემრიელეს წვნიანს.
მადლობა მამაოებს, რომ ძალ-ღონეს არ იშურებენ და გაჭირვებულ ემიგრანტებს გვერდით უდგანან. ისევ და ისევ ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება და იმედია ნიკოლოზი, ილია, არტუშა იპოვიან თავიაანთი ცხოვრების გზას.
მშვიდობა ყველას!
ავტორი: ცისნამი საყვარლიშვილი