საზეიმო მიღება ჩინეთის საელჩოში
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ ჩინეთის განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 89-ე წლისთავთან დაკავშირებით სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ ოფიციალური მიღება გამართა. ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და საქართველოში უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.
თინათინ ხიდაშელმა მისალოც სიტყვაში აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში ურთიერთობათა გასაღრმავებლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს სამხედრო ატაშე უახლოეს პერიოდში დაინიშნება.
This post has been edited by dimonds on 28 Jul 2016, 21:22