რატო ჰგონიათ თავი ვიღაც და რატო აძლევენ ამდენის უფლებას? ან ვინ აკონტროლებს ამათ საერთოდ?
ვდგავარ ჩემ სახლთან მანქანაში და ვკითხულობ რაღაცას. აყენებს გვერდით ჩაბურული შკოდა. გადმოდის ნასვამი ხალხი. 2 გოგო 2 ბიჭი.
უცებ მესმის "ე ფშიუ". არ შევიმჩნიე. მერე კიდე "ოეეე ფშიუ" გავხედე და ერთ-ერთი ამ ტიპებიდან (აშკარად მაგარი ნასვამი), ხელში სასმლით მეძახის თან ფეხზე ძლივს დგას:
- რა გინდა აქ?
- აქ ვცხოვრობ.
- როგოორ?
მოვიდა მანქანასთან
- საბუთები მანახე ერთი (ცინიკურად)
მივეცი პირადობა.
- რას აკეთებ აქ?
- ვკითხულობ რაღაცას.
- სად ცხოვრობ? რას დამდგარხარ აქ სხვა საქმე არ გაქვს?
- ამ კორპუსში. მაქვს და ვაკეთებ.
- მერე რას დამდგარხარ აქ?
- არ შეიძლება დგომა?
- არა, სახლში წადი.
- შენ ვერ მეტყვი რა გავაკეთო და რა არა. შენ აქ ცხოვრობ?
- არა სტუმრად ვარ.
- ხოდა გააგრძელე გზა მაშინ
- ხელი გადმოწიე აქეთ დროზე (სიგარეტი მეჭირა) და ნუ მებლატავები ბიჭო.
გადაწვდა ჩემს მანქანაში კოკა-კოლას და აიღო. (????)
- ვა კოკაკოლა
- დადე სადაც იდო
- დაწყნარდი ბიჭო, ნერვოზიანი ხარ?
- სახელი და გვარი მითხარი შენი
- რაში გაინტერესებს ბიჭო ჩემი სახელი და გვარი?
- მთვრალი ხარ და მიდიხარ მამოწმებ და მეუბნები რა გავაკეთო, ვინ ხარ?
ამ დროს მოდის მეორე
- რაარი ბიჭო ჰა??
- შენ ვინ ხარ?
- პოლკოვნიკი ვარ მე
- სახელი გვარი
- რა სახელი და გვარი მოგინდა რა პრობლემები გაქვს?
- მოდის და მამოწმებს ნასვამი თანამშრომელი, ვინ არი?
- კერატია
- სრული სახელი და გვარი?
- წესივრად მელაპარაკე ოეე
- გენინსპექციაში უნდა დავრეკო და სახელები მითხარით
ამ დროს ის მეორე ბრუნდება და გენინსპექციაში ვმუშაობო.
ხოდა უარესი მეთქი მაშინ. ნასვამი მოდიხარ და მამოწმებ.
ამ დროს გამოვიდა ეს ორი გოგო და გაიყვანეს.