სამირ აიტ საიდი..კარგი ტანმოვარჯიშე იყო

მორჩა მაგის კარიერა...

იმედია, ფეხს მაინც მოურჩენენ....
წლების წინ ერთი მაგარი ტანმოვარჯიშე ჰყავდათ ფრანგებს, ბჯენით მხტომელი ტომას ბუჰაილი.
პეკინში ვერცხლი აიღო, მერე მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.
ლონდონამდე რამდენიმე თვით ადრე ვარჯიშზე ზუსტად ეგრე მოიტეხა ფეხი, როგორც ახლა აიტ საიდმა.. წვივის ორივე ძვალი გადაიმსხვრია..
უამრავი ოპერაცია ჩაუტარდა და დაკოჭლებას გადარჩა, მაგრამ ტანვარჯიშს სამუდამოდ გამოეთხოვა, მწვრთნელია ახლა..
ფრანგებს რა ეშველებათ ახლა, მაგრად გაუჭირდებათ გუნდურში კაცნაკლულად ასპარეზობა..
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!