იპონი არის სუფთა მოგება, ამ ილეთის შემდეგ ბრძოლა მთავრდება რამდენი დროც არ უნდა იყოს დარჩენილი.
იპონი ფიქსირდება მაშინ, როცა:
მოწინააღმდეგე ზურგზე (ბეჭებზე) დავარდება
შებოჭავ ანუ მოწინააღმდეგის ზურგს იატაკზე დააფიქსირებ 25 წამის განმავლობაში
მეტოქე დაგნებდება (მტკივნეული ილეთის ჩატარების დროს)
თუ რომელიმე მონაწილე მიიღებს 4 შიდოს (გაფრთხილებას)
ლაზარი არა.

ვაზარი არის, როცა:
თუ ზურგი არა მთლიანად, არამედ ნაწილობრივ შეეხება ლეიბს.
შებოჭავ ანუ მოწინააღმდეგის ზურგს იატაკზე დააფიქსირებ 20 წამის განმავლობაში
ორი ვაზარი იპონის ტოლფასია ანუ სუფთა გამარჯვებაა.
იუკო არის როცა:
გვერდზე დაეცემა
შებოჭავ ანუ მოწინააღმდეგის ზურგს იატაკზე დააფიქსირებ 15 წამის განმავლობაში
1 ვაზარი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ნებისმიერი რაოდენობის იუკო
1 იუკო მეტად ფასობს, ვიდრე 1, 2 ან 3 შიდო (გაფრთხილება), თუმცა 4 შიდო უკვე იპონია ანუ სუფთა გამარჯვება.
თუ არცერთი ილეთი არაა, მაშინ გაიმარჯვებს ის, ვისაც ნაკლები გაფრთხილება (შიდო) აქვს.
თუ თანაბარი ანგარიშია, ინიშნება დამატებითი დრო პირველ ქულამდე.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey