"რეპერტუარით ისე რა, ვოკალურად მომწონდა, ვიზუალურადაც მეტ-ნაკლებად, მაგრამ გუშინდელის შემდეგ ფაქტობრივად შემიყვარდა! - ბლოგერი გურამ შროზია კრისტინა აგილერას კონცერტს აფასებს.
"არ შემიძლია არ გაგიზიაროთ აგილერას კონცერტის შედეგად მიღებული ემოცია!
1. ეს იყო შოუ, სადაც თითქმის ყველაფერი გაკეთდა, რის საშუალებასაც დარბაზი აძლევდა.
2. იმღერა ყველაფერი, რაც ვიცოდით, დაიხარჯა ბოლომდე, ბოლო წვეთამდე!
3. გამოიყვანა ჯგუფი "აჭარა", რომელიც, როგორც გავიგე, შემთხვევით აღმოაჩინა თავად და ძალიან სასიამოვნო ჟესტი იყო...
4. ადამისგან განსხვავებით - გვეკონტაქტებოდა, უშუალოდ, მეგობრულად.
5. თითქმის ყველა სიმღერის შემდეგ კირსისტეხით გარბოდა ეს ამხელა ჩაპუტკუნებული გოგო და იცვლიდა, რომ ყოველ ჯერზე ახალი სანახაობა ეჩვენებინა.

)
6. ჰყავდა დიდი და ძალიან კარგი გუნდი მოცეკვავეების და ბექ ვოკალისტებისაც.
ერთადერთი: ვერ ვისწავლეთ "ღრუზინმა" ორგანიზატორებმა თავის დროზე დაწყება და მერამდენე კონცერტია, სამი საათი ვდგავართ და ველოდებით!!!
და კიდევ: hurt არ გვიმღერა, რითაც ძალიან გვაწყენინა

)
მოკლედ, ბევრი "აგილერა" საქართველოს და იმ ხალხს, ვინც პოპის მსმენელების მიმართ ირონიულ რეპლიკებს ისვრის - ვთხოვ დადუმდნენ, ვინც ძალიან ვისიამოვნეთ - შეგვარგეთ, ვინც ეს 100+ ლარი სხვა, უფრო მნიშვნელოვან საქმეს მოახმარეთ - შეგერგოთ თქვენც!
პ.ს. რეპერტუარით ისე რა, ვოკალურად მომწონდა, ვიზუალურადაც მეტ-ნაკლებად, მაგრამ გუშინდელის შემდეგ ფაქტობრივად შემიყვარდა!"- წერს გურამ შეროზია.
http://www.sazogadoeba.ge/news.php?post_id=45448
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3