#48479985 · 1 Aug 2016, 09:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (dega @ 31 Jul 2016, 19:12 ) |
დაისვენეთ კვირაა |
შენ გაიხარე დეგა. კარგად მასიამუვნა ნაწყვეტმა. "კარგ ქეიფს ერთი მასტერკა პლანი ჯობიაო" სასტავი ჯერ არ შემოსულა? შემოსულან და დაუწერიათ კიდეც ბრძნულ-ბრძნული აზრები. ML320_Blue| QUOTE | QUOTE (Guro_ @ 31 Jul 2016, 19:48 ) dega კაცს ასე უყვარდეს საქართველო და ქართული, წესი, ადათი, ტრადიცია ყველაფერი რაც ქართულია და მაინც რუსეთისკენ მიერეკებოდეს შენს გარდა სხვა არავინ მინახავს.
ეგ კაკრაზ ლოგიკურია, რუსების და მსგავსი ჩამორჩენილი ხალხების გარდა ვის სჭირდება გრუზინული "ტრადიციული" ცხოვრების წესი, ქეიფი, გეიფი, ტანცი-მანცი და მთელი ეს სისულელეები. |
აბა თქვენა გყოლიათ რა. ნახე რას წერს ქართველებზე საქართველოში 1628-1652 წლებში მოღვაწე იტალიელი მისიონერი. მაშინ რუსის ხსენებაც არ იყო საქართველოში.
„ქართველთა მხიარულება. "ვჭამოთ და ვსვათ, იმ ქვეყანაში ვინ იცის რა გველის".
ქართველები ღვინის დიდი მსმელები არიან. ბანკეტზე ღვინოს სვამენ ქალების წინ მუხლმოყრილნი, ეპისკოპოსებიც ასეთივე ცერემონიას ასრულებენ. თავიანთი და სხვა ქალების წინაშეც სვამენ ღვინოს და ჭიქების მაგიერ ფეხსაცმელს იყენებენ. ზოგჯერ მუხლმოყრილნი და ზოგჯერ ფეხზე წამომდგარნი სვამენ ქალების წინ. ქართველები ძალიან ბევრს სვამენ ქალების სადღეგრძელოს“
„ქართველები ნანადირევზე ქეიფს აწყობენ მდელოზე. მოკლული ცხოველის თავზე ღვინის რამდენიმე წვეთს დააქცევენ და ამბობენ: „ასრე გამარჯვებული იყავი მე და ჩემი პატრონი ჩემსა და მის მტრებზე, როგორც მე დავამარცხე ეს ცხოველი და ჩემს ფეხებთან გდია““
რუსი არა შვანსკი. რუსის გარეშეც მშვენივრად ვქეიფობდით და ვმართლმადიდებლობდით. რა უნდოდა მე-17 საუკუნის შუა წელზე აქ რუსს.
This post has been edited by ბეჟანბეჟანი on 1 Aug 2016, 09:47
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|