ადამიანი ჰქმნის მომხმარებლის ცნობიერებასაც და შემომქმედისასაც.
არჩევანს თავად ადამიანი აკეთებს --- იყოს მხოლოდ მომხმარებელი, თუ ამავდროულად იყოს სიახლეების შემომქმედიც.
საინტერესოა ოპონენტთა აზრი იმაზედ, თუ როგორ უნდა ისწავლოს ტყუილები ხელოვნურმა ინტელექტმა --- გადაუწვავად?
ზერელე ცოდნა ადამიანის ტვინის შესაძლებლობებზე და რესურსების სინთეზზე --- ბევრად მაღლა დგას და იდგება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე.
უბრალო ლოგიკა ამბობს:
ნახატი მეტია, თუ მხატვარი?
ნახატი ქმნის მხატვარს, თუ მხატვარი ნახატს?
ქმნილება ქმნის შემომქმედს?
კონკურენცია ხელოვნურ და ბუნებრივ ინტელეტს შორის დაიწყება მაშინ, როდესაც ადამიანი მიაღწევს თავისი ტვინის შესაძლებლობების 100%-ით გამოყენების უნარებს.
შეცდომაა ფიქრი იმაზე, რომ განახლებადი ევოლუცია ადგილზე დგას და არ ვითარდება და მას გადაუსწრებს ხელოვნური ინტელექტი.
მეცნიერულ-ტექნოლოგიური მიღწევები დამოკიდებულია შემქმნელების თავისუფალი ნების განგებულებებზე, რომელიც იმართება სამყაროს მართვის ცენტრებიდან აზრ-ხილვების სიხშირეებით.
ადამიანის ტვინის ერთი ბირთვის უჯრედები მრავალჯერ აღემატება ყველაზე ზემძლავრ კომპიუტერს --- პროცესუალურად იდეური სურვილთწარმოქმნის უნარებით.
ხელოვნური ინტელექტი არის წინასწარ დაპროგრამებული ქმნილება შესაშლებლობების ზღვრული კიბე-საფეხურებით, რომლის მიღმა მხოლოდ ბუნებრივი და შემომქმედი ცნობიერება გადის.
ლითონთა და კრისტალთა მახსოვრობანი პროცესორში ალბათურად საზღვრულია და უსიცოცხლო-მკვდარი მომხმარებელია ცოცხალი ბუნების ქმნილებებისაგან განსხვავებით.
საშიში აქ --- მოსპობა-განადგურების ბრძანებების პროცესორების დაშვებაა ხელოვნურ ინტელექტში, რაც მას ,,ცივსისხლიან თვითმკვლელად" აქცევს, რადგან მისთვის სიცოცხლის არსი უცნობია.
რობოტი მისცემს თავისსავე აწყობილს ,,წითელ ღილაკს" --- სამართავად?
გაბოროტებული ადამიანი?
რომელი დაუშვებს ,,სასიკვდილო" შეცდომას?
იქნებ დამპროგრამებელი?
ასე რომ ---ბუნებრივი იერარქიაა ევოლუციის ,,ძრავი", რომელიც ნებისმიერ ,,პერპეტუმ მობილეს" აღემატება თვითგანახლების უნარებით.
მიღწევები განადგურება კი არაა --- არამედ შექმნაა სრულყოფისაკენ!
უშრომლად, უცოდინრად და უქმობით --- შექმნილიც ნადგურდება.
ცნობიერების იერარქიაც საფეხუროვანია.
რადგან სამყარო თავად მეცნიერების კვლევა-აღიარებებით 14 მილიარდ წლამდე ასაკისაა --- მაშასადამე მომავალი არსებობს აწმყოშივე.
უმომავლო უკვე განადგურებულს ნიშნავს წარსულში.
როგორ უნდა გადაუნერგონ ხელოვნურ ინტელექტს ის გრძნობა-განცდები და ვნებები, რომლებიც ამ სამივე დროში ,,ვიბრირებენ"?
როდესაც ადამიანი მიაღწევს სიცოცხლის არსის ცოდნას --- იგი უდავოდ დაიცავს მას ხელოვნური ჩარევებისგან სრულიად უბრალო მიზეზის გამო თუნდაც ---სიკვდილი არავის სურს!
არანაირი მომავალი არ გააჩნიათ თვითმკვლელ ტერორისტებს!
This post has been edited by triumpi on 1 Aug 2016, 10:13