
მართალი იყო ის კაცი რომ იძახდა უკანასკნელი ქრისტიანი დედამიწაზე ჯვარზე გააკრესო

"1288 წელს გამომჟღავნდა არღუნის წინააღმდეგ შეთქმულება. მისი მეთაურობა ბუღას დააბრალეს. ბუღა და მისი ნათესავ-მეგობრები სიკვდილით დასაჯეს. დემეტრე II, როგორც ბუღას მეგობარი, ყაენმა დაიბარა. მეფემ დარბაზი (სამეფო საბჭო) მოიწვია, რომელმაც ურჩია ურდოში არ წასულიყო და მთებში გახიზნულიყო. დემეტრე II დარბაზს არ დაეთანხმა იმ მოტივით, რომ ურდოში წაუსვლელობას მონღოლების მიერ უბრალო ხალხის გაჟლეტა და ქვეყნის აოხრება მოჰყვებოდა. ურდოში დემეტრე II-მ სცადა თავის მართლება. რადგან შეთქმულებაში დემეტრე II-ის მონაწილეობის საბუთები არ იყო, ყაენს ვერ გადაეწყვიტა მისი სიკვდილით დასჯა. მეფის სიკვდილით დასჯაში გადამწყვეტი როლი ითამაშა სადუნ მანკაბერდელის ძემ ამირსპასალმა ხუტლუბუღამ, განაწყენებულმა იმით, რომ სადუნის გარდაცვალების (1281) შემდეგ მეფემ ათაბაგობა ტარსაიჭ ორბელს უწყალობა. 1289 წლის 12 მარტს მოვაკანში, მდინარე მტკვრის პირას მეფე დემეტრე II-ს ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. თავდადებული მეფის ცხედარი კათოლიკოს-პატრიარქმა აბრაჰამმა და მოსე მღვდელმა მალულად გამოისყიდეს, თბილისელმა ვაჭრებმა კი საქართველოში ჩამოასვენეს. იგი დაკრძალულია მცხეთას, სვეტიცხოვლის ტაძარში. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მეფე დემეტრე წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 12 მარტი დაადგინა."
-----
მებრძოლთა შორის გამოირჩეოდა ნეტარი გობრონი: „ძალი ბრძოლისა მისისაჲ ყოველსა მას სიმრავლესა ზედა საცნაურ იყო“.
ოცდარვა დღე გაგრძელდა ბრძოლა. ხან სარკინოზებს მიჰქონდათ იერიში ციხეზე, ხან მეციხოვნენი გამოუხდებოდნენ მტერს გობრონის მეთაურობით, რისხვას დაატეხდნენ მას თავს და კვლავ ციხეს უბრუნდებოდნენ.
მტრებმა უკანასკნელი იერიში მიიტანეს ყველისციხეზე, აიღეს იგი და შეიპყრეს ცოცხლად დარჩენილი მეციხოვნენი, მათ შორის გობრონიც. ქართველი მეომრის ვაჟკაცობით გაოცებულმა აბულ-კასიმმა ბრძანა „ნეტარისა გობრონისი უმეტეს ყოველთასა კრძალვით პყრობაჲ“.
ადარნასე მეფემ დიდძალი საფასი გადაიხადა და პყრობილთა ნაწილი გამოიხსნა. მათ შორის არ იყო გობრონი, რადგან არაბებმა მის განთავისუფლებაზე უარი განაცხადეს. ქართველმა რაინდმა განჭვრიდა თავისი მომავალი და „განუმზადა თავი თჳსი ქრისტესთჳს სატანჯუელთა“.
სარკინოზებმა დასასჯელად გაიყვანეს გობრონთან ერთად შეპყრობილი ას ოცდაცამეტი მხედარი, „ვითარცა მჴეცნი ბოროტნი განძჳნებულნი შეერინეს აღრეულად და ურთიერთსა უსწრებდეს, რომელნიმე მახჳლითა სცემდეს, რომელნიმე ჰოროლებითა და ისრითა შესჩხუეპდეს და დასჭრიდეს, ჴორცთა მათთა დანებითა განაპებდეს და ღჳძლები იგი მათი, ვითარცა ძაღლთა, პირითა გაეტაცა“.
აბულ-კასიმმა გადაწყვიტა, უძლეველი რაინდი ცთუნებით ეძლია და ნეტარ გობრონს უთხრა: „მეწყალის მე სიკეთე სახელოვან ხარ წინაშე ჩუენსა და აწ ვითარცა შვილსა საყვარელსა გასწავებ შენთა და აღიარე ჭეშმარიტი შჯული ჴელმწიფებისა ჩუენისაჲ“. სამაგიეროდ სარდლობას, სასახლეებს, დარბაზებს და მონებს შეჰპირდა.
წმიდა გობრონმა მშვიდად მიუგო ამირას: „გევედრები, ჴელმწიფეო, ნუ მაიძულებ მე დატევებად ქრისტეანობისა, რომლითა აღმზარდეს მე მშობელთა ჩემთა და აღბეჭდულ ვარ სულითა წმიდითა... ჭეშმარიტად უწყოდე შენ, რამეთუ არცა კეთილთა შენთა აღთქუმითა, არცა ძჳრ-ძჳრთა ბოროტთა შენთა ჩემ ზედა მოწევნითა შემეძლო განყენებად უფლისა ჩემისა იესო ქრისტესა“.
წმიდანის პასუხით განრისხებულმა აბულ-კასიმმა ბრძანა, გარეთ გაეყვანათ გობრონი და ეჩვენებინათ ცალკერძ დახოცილი თანამებრძოლები, ცალკერძ - აღთქმული სიმდიდრენი: „ვინ უწყის, უკუე შიშმან სიკუდილისამან, ანუ შესაძინელმან კეთილისამან მოდრიკოს გული მისი“. უკან მობრუნებულმა გობრონმა ამირას შეკითხვაზე - „რაჲ გამოირჩიე თავისა შენისა?“ - უპასუხა: „მე პირველადვე გითხარ შენ არა მიდრეკად ქრისტეს უფლისა ჩემისაგან“.
ამირამ უარესი განსაცდელი მოუმზადა წმიდანს: „არა იცის მაგან ჭირი სიკუდილისაჲ, წარიყვანეთ ეგე და წარწყმიდენით მაგის წინაშე დარჩომილნი ქრისტეანენი და მცირედ წყალით ეგე და კუალად მოიყვანეთ“.
წმიდანი ცოცხლად გადარჩენილ მოყვასთა შორის დააყენეს და უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. დახოცილთა სისხლი ეპკურებოდა გობრონს, გვამები ფეხებთან უგორდებოდა, მაგრამ საშინელებამ ვერ შეაძრწუნა მისი გული. მაშინ ქედი გადაუდრიკეს წმიდანს, ორგზის სცეს მახვილი და მსუბუქად დაჭრეს. გობრონმა სისხლით ჯვარი გამოისახა შუბლზე და თქვა: „გმადლობ შენ, უფალო იესო ქრისტე, რომელმან ღირს მყავ მე, უღირსი ესე და ცოდვილი და უკანაჲსკნელი ყოველთაჲ, ნაწილსა ამას მკჳდრობისასა და მოწამებისასა“.
სარკინოზებმა კვლავ აბულ-კასიმს მიჰგვარეს წმიდა გობრონი. ამირამ უკანასკნელად სცადა წმიდანის მოდრეკა, მაგრამ სისხლმდინარე მოწამემ მტკიცედ მოუგო: „იქმოდე, რაჲცა გნებავს, მე ქრისტიანე ვარ და არასადა უარ ვყო სახელი მისი“. მოთმინებადაკარგულმა აბულ-კასიმმა ბრძანა, თავი წარეკვეთათ წმიდანისთვის და მოკლულებთან დაეგდოთ.
ამირას ბრძანებით სამი დიდი საფლავი გათხარეს, მოწამეთა გვამები შიგ ჩაყარეს, მიწა მიაყარეს და ქრისტიანებს მათთან მიახლოება აუკრძალეს. საფლავებს ღამღამობით ზეციური ნათელი ადგებოდა.
ქართულმა ეკლესიამ იგი მიქელის სახელით წმინდანად შერაცხა. გობრონის გმირობა ასახულია ქართულ ჰაგიოგრაფიულ მწერლობაში.
სიამაყით მაინც არ გევსებათ გული რომ ჩვენი ისტორია სავსეა ასეთი თავდადებული გმირებით ?
ან თუნდაც თანამედროვე ისტორიაში ზაზა დამენიას, გიორგი არწუხელიძის და შინდისის გმირების სახელები ოქროს ასოებით რომ წერია?

აა თუ მაშინ სარკინოზებისთვის და არაბებისთვის არ უნდა დაეძახათ "ბაბა", და მხოლოდ რუსებს უნდა ვეძახოთ ასე

ნუ არცხვენთ ქრისტიანობას და ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიას.
ვისაც ჩვენ არ ვებრალებით, ჩვენ შავიბრალოდ რისადა? სიკვდილი თვითონ უფალსა გაუჩენია მტრისადა!
---------
მე მთელი ჩემი ცხოვრება შევალიე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას.