
კაცო, 1990 წელს ჩვენთან სამოქალაქო ომი იყო.
1985 წლის მონაცემები რომ დადო, ვერა?
და კიდევ ერთი, - ვინ დებს მაგ მონაცემებს და რატომ დავიჯეროთ?
მანდ წარმოებულ დოვლათზეა საუბარი, მაგრამ ნადირაძემ რომ სამხედრო ტექნიკა, კონსტრუქციები შეუქმნა, ის თუ შეაფასეს?
საქართველოს სამხრეთ საზღვარი რომ საბჭოთა კავშირის საზღვარი იყო, იქ დასაქმებული კადრები რომ საქართველოს ბიუჯეტზე იყო მიბმული და მათი ხარჯებიც მანდაა გაწერილი?!
რესპუბლიკის ბიუჯეტი იყო 4 მილიარდი მანეთი.
როცა წარმოება განვითარებული იყო ჩვენთან, მარტო მსუბუქი (ჩაი, მაუდი, ციტრუსი, ხილი) და სამთო მრეწველობიდან მიდიოდა ცენტრალურ ბიუჯეტში 2,5 მილიარდი.
მანდ რა ბოდვა ციფრებია?!
8 სამხედრო ბაზა, ამიერკავკასიის სამხედრო შტაბი, 12 სამხედრო აეროდრომი და მთელი სასაზღვრო დაცვა თუ იყო დოტაციაზე, იქ 10% არ იყო ქართველი დასაქმებული.
მანდ მოყვანილი ხარჯების 70% სწორედ რომ თავიანთ უსაქმურებზე მოდიოდა.
და შეეშვით ამ თავზე ნაცრის წაყრას რა...
ქართველი პროფესორების მიერ აღმოჩენილი მთელი რიგი მიღწევები ხელოვნურად დაბლოკეს.
რომელ სფეროში იყვნენ ჩვენზე წინ?
ერთი მაინტერესებს.
საქართველოში აშენებული უნიკალური არქიტექტურული ნაგებობებიდან რომელია მათი დაპროექტებული?
რომელი გვირაბია მათი აშენებული და რომელი საკურორტო ზონა მათი გალამაზებული?
მათ ხელშია აფხაზეთი და დიდ საზოგადოებრივ ტუალეტს დაამსგავსეს.
მოკლედ რა.
მეზარება ფლუდ კონტროლის უაზრობაზე ხარჯვა, მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე.