zindiosamaგამორიცხულია,პუტინმა სულ რომ ულტიმატუმი წაუყენოს მაინც 1 კვ.კილომეტრსაც არ დათმობს სარგსიანი. რატომ? გაანადგურებენ(პოლიტიკურად არა, ფიზიკურად), სომხები და იმიტომ.
ამ მხრივ სომხები გამორჩეული არ არიან, არავის,არასდროს არაფერი ომით მოპოვებული უომრად არ დაუთმია.
არც ეგენი დათმობენ, იმის მიუხედავად რომ ეგ ე.წ. "ბუფერული" რაიონები არაფერში სჭირდებათ,არც თავის მიწად გრძნობენ მათ(არც არის),არც სომხები ცხოვრობენ იქ და უსაფრთხოების გარანტია თუ მიიღეს დანარჩენ ყარაბახზე ამ რაიონების ქონას აზრიც ეკარგება.....
მაგრამ,ადამიანი ისეთი არსებაა ბევრი რამე შეიძლება დათმოს მიწას კი არა, სულ რომ არ ჭირდებოდეს მაინც და თუ ეს დათმობა სარგებელს მოუტანს.
მხოლოდ ძალით.
ასე იყო, არის და იქნება.
* * *
სამწუხაროა რომ ჩვენი მედია არაფერს აქცევს ყურადღებას, რაღაც ###ობების გარდა....
სომხეთში და სომხურ საზოგადოებაში ახლა უდიდესი კრიზისია.
ერთი მხრივ სარგსიანი ყელშია ამოსული(უკვე იყო წლების წინ უკვე), თავისი საბჭოური ნაფტალინის სუნით,კორუფციით,ეკონომიკური ზრდის ნელი ტემპებით და უპერსპექტივობით.
ამას დაემატა წაგებული სამხედრო კონფლიქტი აზერბაიჯანთან(ამაზე ბევრი კამათობდა აქ მაგრამ რაც ამან სომხეთში გამოიწვია გასაგებია თავად მათ როგორ მიიღეს ეს).
ტერიტორიულად ძალიან ცოტა დაკარგეს, მხოლოდ რამდენიმე სიმაღლე და ერთი სოფელი,მაგრამ 100+ სამხედრო დაეღუპათ ომისას და მომდევნო დღეებში. კონტრშეტევებით დაკარგულის უკან აღება ვერ შეძლეს,რუსეთიც არ დაეხმარა,არ გააკეთა ღია განცხადებები და ა.შ.
ამით კი ორი ფუნდამენტური რწმენა რაც ჰქონდა ბოლო 25 წელი სომხურ საზოგადოებას შეერყათ, ესენი იყო:
1)აზერებმა ომი არ იციან/არ შეუძლიათ, რამდენიც არ უნდა იყვნენ და რა ტექნიკაც არ უნდა ქონდეთ ადვილად დაამარცხებენ და თუ საჭიროა ბაქომდეც გაყრიან,მაგ "მხდალ მამედებს".
არ გამოვიდა.
აღმოჩნდა რომ მათზე არანაკლებ იციან და არათუ არ გაიქცნენ ბაქომდე, მცირე ტერიტორია იქით აახიეს.
2)რუსეთი მფარველია და დაეხმარება სომხეთს ყარაბახში, საამისოდ ყველაფერი მიყიდეს/გადასცეს რაც შეიძლებოდა.
არ დაეხმარა, არათუ ძალით არამედ სიტყვითაც კი.
ხოლო ახლა რომ ერდოღანი და პუტინი ისევ დაქორწინდნენ ერთმანეთზე პოლიტიკურად ამან მთლად გააგიჟა ეგენი.
მოკლედ ასე სცილასა და ქარბიდას შორის არიან.....
ვფიქრობ ეს აუცილებლად იფეთქებს, ადრე თუ გვიან(უფრო ადრე ჩემი აზრით).