21-ე საუკუნეში ასეთ ###ობას რომ დაწერ, მართლაც წერია იქით ტემაში, რომ სასტავი გაპიდარასტდა
92 წელს 20 წლის ჩვირკი სტუდენტი ვიყავი
დილსი 5 საათზე მატარებელი ჩამოვიდა და სოფლის ავტობუსისკენ გავეშურეთ
პირველ რგში ასევე ორი სტუდენტი იჯდა
მეორე რიგი ტავსისუფალი იყო
მესამე რიგში კი სიფლურად ჩაცმული წვერებიანი დაუბანელი ახალგაზრდა იჯდა
მე მეორ რიგში დავჯექი
რამდენიმე ხანში მილიონერის ჩაცმულობით ქალი ამოვიდა სასწრაფოდ ჩემს გევრდით ტყავის მაააგრაი ჩანთა დააგდო და უკან სავარძებისკენ გაეშურა კიდევ 2 ადგილის დასაკავებლად.
ჩემს გვერდით დავარდნილი ჩანთა დაჩუტული არც იყო რომ ჩმეს ულან მძდომმა ბინძურმა ტიპმა ხელი ჩააცურა. ჩანთა გამოვწიე და ვთხოვე ხელი აეღო
ტიპი გაოცდა აშკარად არ ელოდა. ამასობაში ეს ქალიც დაბრუნდა და ძალაუნებურად ამ ბინძურის მხარეს გამოექაჩა ამ ჩანთას. ბოლობოლო დაჯდა ჩემს გევრდით და დაეპატრონა ჩანთა
ცოტა დანწყარდა სიტუაცია
მაგრამ ჩემს თავში აზრები დატიალდა
ეს აშკარად მარტო არაა
ლანცეტი ან ბრიტვა ექნება (იყო პრეცედენტები)
მცემენ
ბევრნი იქნებიან
რა ვქნა ...
რატომრაც ჩემი ქცევით ეს ქალიც არ იყო მაინცდამაინც აღფრთოვანებული
ამ დროს წინა სავარძლიდან სტუდენტების საუბარი მესმის
— ბიჭო, მგონი უკანა ჯიბიდან საფულე მომპარეს (დავცწვიტე ყური)
— მგონი რას ნიშნავს, ან მოგპარეს, ან არ მოგპარეს0
— ხო მომპარეს. და გაჩუმდნენ
ამ დროს მე ხელი ვკარი — თქვენი საფულე ამას აქვს — და დაუბანელისკენ გავიშვირე ხელი. (თუმცა ვიცოდი რომ მას არ ჰქონდა). მკავშირეწს ვეძებდი. მაგრამ ამ ორს შეეშინდატ და ხმა არ მოიღეს.
მე მივუტრიალდი დაუბანელს და მოვთხოვე ცასულიყო, მაგრამ არც განძრეულა, თითქოს სხვას ველაპარაკებოდ.მკაცრად ვუთხარიუ რომ სასწარფოდ ჩასულიყო ტორემ ცემაში გავხევდი. ამ დროს მისი ერტი თითოის ტოლი ვიყავი ფიზიკურად, მაგრამ ისე მეშინოდა რომ ძალიან ვღრიალებდი

რამდენიმე წინადადების შემდეგ წამოდგა და აქ მე შემეშინდ ვაიდა ლანცეტი ან დანა არ ჰქონოდა, ან იარაღი....
მაგრამ ჩასასვლად გაემზადა
გამიხარდა და უფრო იმედიანად შევუძახე. არცერთ მგაზვრს და არავის ხმაც არ გაუღია....
ამ დროს მესმის ხმა..,. სად მიდიხარ? ეს უკევ მეორე იყო... ისევ ფიქრები.... აჰჰა მეორც, აი მაგას ექნება იარაღი....
— ჩავდივარ — უპასუხა დაუბანელმა
— რატომ?
— ვერ ხედავ, ეს არ მამუშავებს — და ორივე ჩავიდა. შემდეგ ამ სტუდენტებს საფულე დაუბრუნეს. რათქმაუნდა მხოლოდ საფულდე და საბუთები ანუ ფულის გარეშე.....
მე კიდევ დავრჩი ჩემს შიშებთან
ლანცეტი ან ბრიტვა ექნება
დანა ექნება
მცემენ
ბევრნი იქნებიან
რა ვქნა ...
და არავის, არავის ხმა არ ამოუღია....
დაშინებული, დაჩმორებული საზოგადოება ამაზრზენია
და მეორ ისტორიაც
იმავე ცუდ წლებში სამუშაოს შემდგე დაღლილმა თანამშრომლებმა საქეიფოთ ერთერთ გოგონასტან საქეიფოდ ასვლა დავაპირეთ. რათქმაუნდა მეტროთი მოგვიწია მგზავრობა. ვაგონში კოსტუმგადაკიდებული სოლიდური ახაზგაზრდა ჯიბეებს ასუფთავდებდა. ვხედავდით და დავცინეთ ხმამაღლა.
ჩვენ დიდუბეში ჩავდიოდით, ისიც.
წინ მიმავალს ჩვენმა მასპინძლმა გოგომ შარვლის ჯიბში სწაფად ჩაუყო ხელი, ჯიბე ამოუტრიალა, ბღუჯა ფულები ამოიღო.ხურდები მიმოაბნია, ზოგიც ქაღალდის და რაც ხელში დარჩა, მაღლა ასწია,. იმ ბიჭს კი დასწექა: ეს ჩემი წილია.მე ამით უნდა ვიქეიფო, თუ წართმევას დააპირებ, დაგჭრი, ბი'ჭო.!
ეს ისეთი ტონით იყო ნათქვამი და ისე გააკეთა, რომ მომპარავი და საზოგადოება გახევებული იდგა.
დარცხვენილი ბიჭი კარებისკენ გაემართა....
და ეს ორი ისტორია, როცა კრიმინალი გრიალებდა....
დღეს მაინც რა გჭირთ?