[QUOTE=თოფიჩაM,8 Aug 2016, 08:35 ] [/QUOTE]
მშვიდად მომისმინეთ, ახალგაზრდავ. არ აჩქარდეთ, გაანალიზეთ რასაც გეტყვით.
რუსეთი გააჩერა ქართულმა ჯარმა, საერთაშორისო მხარდაჭერამ და აშშ-ს გადადგმულმა კონკრეტულმა ნაბიჯებმა.
ერაყში მყოფი ჩვენი ბრიგადა თბილისში დაბრუნდა ამერიკული სამხედრო თვითფრინავებით, რაც ომის პირობებში იყო პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან.
თბილისის აეროპორტი რუსეთმა ვერ დაბომბა იმიტომ, რომ ასაფრენ ბილიკებზე იდგნენ ამერიკული ჰერკულესები (სატვირთო თვითფრინავები)
მე-6 ფლოტის ფლაგმანმა, რომელიც შავ ზღვაში შემოვიდა, თავისი რადარებით გააკონტროლა საჰაერო სივრცე სამკუთხედით თბილისი-მოსკოვი-ვოლგოგრადი. და მის მიერ კონტროლებადი სამხედრო პოტენციალი 8-ჯერ აღემატებოდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალს
14.08.08 იორდანიიდან გამოფრენილ ჰერკულესებს მოყვებოდნენ ავიაგამანადგურებლები.
ავიაგამანადგურებლების შენაერთის მეთაურის ფრაზამ, რომ რუსული თვითფრინავების ნებისმიერი აქტიურობა ქართულ ცაში იქნება აღქმული როგორც იერიში ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩაკეტა საქართველოს საჰაერო სივრცე რუსული თვითფრინავებისთვის.
“აშშ-ს ჰუმანიტარულ მისიას საქართველოში” ოფიციალურად ხელმძღვანელობდა აშშ-ს თავდაცვის მინისტრი გეიცი.
და კიდევ ბევრი დეტალი და ნიუანსი.
თქვენ ამას დახმარებას არ ეძახით? რა არის მაშინ დახმარება? როგორ გესახებათ იგი?
[QUOTE]080808 ომში რეზერვისტად ვიყავი, ომი რომ დაიწყოს კიდევ წავალ[/QUOTE]
ნამდვილად პატივისცემას იმსახურებთ ამდაგვარი შემართებისთვის. ღმერთმა გაგიმარჯოთ!

[/QUOTE]
ვერც ქართულმა ჯარმა და ვერც სხვა დაწერილებმა რუსეთი ვერ გააჩერეს. ქართული ჯარი შეტევაზე იყო სულ ორი სუტკა. ანუ სანამ რუსეთიდან გადმოვიდა დამატებითი ძალები. ქართველმა ჯარისკაცებმა მაგრად იომეს (უმრავლესობამ), თუმცა ჰაერში საქართველოს შეიარაღება იყო აბსოლუტური ნული, რაც კარგად გამოჩნდა. რუსეთმა დაბომბა საქართველო სადაც მოისურვა ყველგან: 31-ე ქარხანა, ვაზიანი, გორი, ბორჯომი, ფოთი. არ დაბომბა აჭარა (ღორი თურქების ბინძურ ჩლიქებ დადებული მიწები) და ამერიკული რაღაცეები.
რუსეთმა საქართველოს კუთვნილ, მაგრამ არ კონტროლირებად მიწებს დაუმატა, კოდორის ხეობა, ანუ სვანეთის ნაწილი, რომელსაც მიშამ ზემო აფხაზეთი უწოდა. ასევე ახალგორი მიმდებარე სოფლებით რომელსაც მიშამ მანამდე სამხრეთ ოსეთი უწოდა. ამერიკამ დაკრიშა ეს მოღალატე მიშა, რომელსაც ამ სიამპლეების გარდა მონოპოლიების ჩამოყალიბება, ხალხის ტერორი და პარტიული მმართველობა ჰქონდა საქართველოში.
ამერიკა საქართველოს მართავს მოღალატე ვითომ პოლიტიკოსების ხელით.
დღეს საქართველო არ არის დამოუკიდებელი. ნაწილი რუსეთს აქვს დაპყრობილი, უდიდესი ნაწილი კი ამერიკას.
ამერიკა კრიშავს მოღალატე პოლიტიკოსებს, რომლებიც მიზანმიმართულად სძირავენ საქართველოს და ამის გამო ქართველების დიდი ნაწილი გასულია საზღვარგარეთ და ვინც დარჩა საქართველოში იმათგანაც ნახევარზე მეტი წავა საქართველოდან უკეთესი ცხოვრების იმედით
----------------------------------------------------------
ნამდვილად პატივისცემას იმსახურებთ ამდაგვარი შემართებისთვის. ღმერთმა გაგიმარჯოთ!

[/QUOTE]
მადლობა
This post has been edited by giorgi1104 on 8 Aug 2016, 19:44