#48539435 · 9 Aug 2016, 10:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სამწუხაროა რომ ერთიანი კავკასიის იდეა სასე საღადაო და სატროლაო გახდა. იდეის დონეზევე რომ ჩამკვდარიყო ეს პერსპექტივა, ამაზე ბევრი იმუშავა რუსეთმა და სხვა, კავკასიასში ინტერესების მქონე ძალებმა. და ყველა ვინც დღეს ამ იდეის უპერსპექტივობასა უტოპიურობას ქადაგებს, ნებსით თუ უნებლიედ იმ ძალების წისქვილზე ასხამს წყალს. დღეს სხვა დროა, სამხედრო ძალით და ზეწოლით გაერთიანება შეუძლებელია და მთავარი მოტივი ამ საქმეში ეკონომიკური სარგებელია. თვით რუსეთიც კი თავის ევრაზიულ კავშირს ეკონომიკურ ბაზისზე აშენებს. საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ნამდვილად შეიძლება ჰქონდეს ურთიერთსასარგებლო ერთიანი ეკონომიკური სივრცე. ერთი მეგა პროექტი რომელიც რამენაირად შავი და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებს დააკავშირებდა - კიდევ უფრო დააჩქარებდა ასეთი გაერთიანების პროცესს. რუსეთი, თურქეთი და სხვა ძალები პროჭზე გასკდებიან რომ ყველანაირად ხელი შეუშალონ ამ პროცესს, იღადავებენ, იქილიკებენ, სკეჩეცბსაც დადგამენ და თუ ამ დონეზე ვერაფერს გახდნენ მერე უფრო აქტიურ ზომებზეც გადავლენ .... სტანდარტული ქცევაა. კავკასიის გაერთიანება მხოლოდ ჩვენი ძალებით გაჭირდება, ამ პროექტს დაჭირდება დიდი და ძლიერი "კრიშა", პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრები რომელთა ინტერერსშიც შეიძლება იყოს კავკასიის ერთიან ეკნომიკურ სივრცედ ჩამოყალიბება. ასეთი შეიძლება იყოს ჩინეთი, შესაძლოა ირანიც. მამენტ იზრაელიც შეიძლება დაინტერესდეს ამ პერსპექტივით.
--------------------
არ უღალატო საქართველოს! და ცოლს.
karma is a boss.
|