რეფერენდუმის არაკონსტიტუციურობა რა შუაშია? თან ეს საკონსტიტუციო სასამართლოს სფეროა და არა "კონსტიტუციის გარანტი" ფილოსოფოსი პრეზიდენტის
ცესკოს რატომ არ უნდა დაენიშნა? რა ლოგიკურ კავშირზეა საუბარი, თუ ეგ ჩანაწერი ზღუდავს ადამიანის უფლებებს, მაშინ უკვე არის ასეთი კანონი და წესით ეგ უნდა გასაჩივრდეს
რაც შეეხება არგუმენტს, რომელიც მოიყვანა პრეზიდენტმა, ეგ იყო ტექნიკური დეტალით მანიპულირება და ეგ საკითხი ცესკოს კომპეტენციაშია , რომელმაც რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებლად ჩათვალა (კონტროლირებად ტერიტორიაზე )
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვერ ჩავატარებთო, ძაან იაფფასიანი დემაგოგიაა, რადგან კანონით ცესკო არჩევნების ჩატარებასაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოფდეს, მარგველას მაგ ლოგიკით, რუსებს შეუძლიათ დააყენონ საკითხი მისი ლეგიტიმურობის შესახებ, რადგან არ ჩაუტარებია არჩევნები ცესკოს მთელ ქვეყანაში, მაგრამ რუსებს ვინ კითხავს , ჩვეულებრივი "მტრის ხატი" მოიშველია, 40 კილომეტრში დგანან, აბა, როგორ გინდათ
პარლამენტიც არალეგიტიმური გამოდის, რომ შეამცირეს წევრთა რაოდენობა, ეგ როგორ იყო, თან არც მაშინ ჩატარებულა მთელ ქვეყანაში
მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ გარკვეულ ტერიტორიებს ვერ ვაკონტროლებთ და ეს კონსტიტუციაშიც არის ჩაწერილი (სადაც რეფერენდუმის ჩატარებაზე არ არის მითითებული ასეთი დათქმა, ასე რომ, კონსტიტუციის მიხედვით უნდა ემოქმედა, რომელიც ნებისმიერ კანონზე მაღლა დგას)
ის მიზეზი, რომ ოკუპირებული ტერიტორიებია და ეგ უნდა აისახოს რეფერენდუმის კანონშიო, ყურით მოთრეულია, რადგან მანამდეც ვერ ტარდებოდა მთელ ქვეყანაში და ეგ ყველასთვის ცნობილი ფაქტია, მაგრამ მაგ მიზეზით არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დამდგარა. ოკუპაციის კანონი მაგ ტერიტორიების სტატუსისთვის კი არ იყო, არამედ, რუსეთი რომ ოკუპანტად ყოფილიყო დაფიქსირებული
ყველაზე მთავარი, რაც გამოჩნდა, პოლიტიკოსებს ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ, პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნებზე არ წერია კანონმდებლობაში, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს, მაგრამ რეფერენდუმის დროს ეგ "გამოგვრჩაო" , რეფერენდუმი კი ის მექანიზმია, რომლითაც ხალხი პირდაპირ და უშუალოდ ახორციელებს თავის ძალაუფლებას , ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქვეყნის დემოკრატიაში, საერთოდაც, რეფერენდუმის შედეგად მოხდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა და კონსტიტუციის პრეამბულაშივე აღნიშნულია
მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, ცესკოს კანონმდებლობაც კი არ აქვთ შესაბამისობაში, იმ ორგანოსი, რომელიც ლეგიტიმაციას აძლევს მაგ პოლიტიკოსების ძალაუფლებას
ამ ხარვეზებით (რომელიც თურმე ეხლა აღმოაჩინეს), კარგად ჩანს, სკამებზე რომ ფიქრობენ მხოლოდ, მაგრამ იმდენად უნიათოები არიან, ლეგიტიმაციის ხარისხს თვითონვე აყენებენ ეჭვქვეშ
ხვალ სულ სხვა საკითხზე რომ გახდეს საჭირო რეფერენდუმის ჩატარება, თურმე შეუძლებელი ყოფილა და ეს პრეზიდენტია კონსტიტუციის გარანტი
This post has been edited by Pep Guardiola on 10 Aug 2016, 15:21