სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის ერთად გადაღებული ფოტო ვრცელდება. პაპუაშვილის და სააკაშვილის გარდა მასზე მე–3, სლავური გარეგნობის მამაკაცია აღბეჭდილი. როგორც ფოტოზეა მითითებული, შეხვედრა უკრაინაში, კერძოდ ოდესაში ცოტა ხნის წინ შედგა და პაპუაშვილმა სააკაშვილისაგან უშუალოდ მიიღო დავალებები სქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ასარევ–დასარევად. ჯერჯერობით, ფოტოზე ასახული არც ერთი მხარისაგან არ გაკეთებულა კომენტარი ფოტოს ნამდვილობის შესახებ.
ოდესაში, პაპუაშვილის და სააკაშვილის სავარაუდო შეხვედრებზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემაც გააკეთა კომენტარი ორი კვირის წინათ.
"მეც გამიგია და მსმენია, რომ გიორგი პაპუაშვილი ჩადის ოდესაში და ხვდება მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ვიდეომასალა, ან ფოტომასალა უნდა მქონდეს",-აღნიშნა ფოფხაძემ.
ქართულ პოლიტიკაში ქაოსის შემოტანის მცდელობაში პაპუაშვილი ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ დაადანაშაულეს. "ქართული ოცნების" დეპუტატების განცხადებით, "ორი კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა საარჩევნო პროცესში კოლაფსის შექმნას. გასაჩივრებული საარჩევნო ნორმების გაუქმების შემთხვევაში, რეალურად დარჩენილი მცირე დროის გათვალისწინებით, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა".
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ ქართულ საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს წერილობით დღეს მიმართეს. მასში ნათქვამია, რომ მათი განცხადების მიზანია ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენონ ”ნაციონალური მოძრაობის” სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე”.
მიმართვაში დეტალურადაა საუბარი იმ ბრალდებებზე, რასაც ბოლო პერიოდში ”ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის და სასამართლოს წინააღმდეგ ავრცელებს.
ბესელიას და ფოფხაძის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საუბარია სკანდალური ინფორმაციის გამჟღავნებაზე – კონკრეტულად კი იმაზე, რომ, პირველი, "ფარულად იცვლებოდა სასამართლოში უკვე ოფიციალურად შესული სარჩელები, ანუ პრაქტიკულად გამოიკვეთა მოსამართლეთა ერთ ჯგუფსა და გარკვეულ მოსარჩელეებს შორის ფარული თანამშრომლობის ნიშნები";
მე–2, "აღმოჩნდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ახდენდა შემოსული, პოლიტიკური ნიშნის შემცველი, ზოგიერთი სარჩელის გამიზნულად ერთსა და იმავე მოსამართლეებისთვის განაწილებას";
მე–3, "დადასტურდა, რომ ხდებოდა პოლიტიკურად საინტერესო სარჩელების გამორჩევა და მათი უპრეცედენტოდ სწრაფ ვადებში განხილვა, მაშინ, როდესაც სხვა „რიგითი“ საქმეები გაცილებით უფრო ადრეა (წლების წინ) სასამართლოში შესული და თავიანთი განხილვის რიგს ელოდებიან";
"საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა სრულიად მორგებული იყო ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური დღის წესრიგს".
პაპუაშვილს პოლიტიკური განცხადებები ბოლო პერიოდში არაერთხელ გაუკეთებია. მან არაერთხელ თქვა, რომ სასამართლოზე ზეწოლაზე ხორციელდება, ასევე ისიც, რომ მასზე და სხვა მოსამართლეებზე ფარული ჩანაწერების გავრცელება იგეგმებოდა.
ექსპერტი მამუკა არეშიძე კი არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთ მოსამართლეზე ფარული ჩანაწერები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელონ. არეშიძის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ ამ საკითხზე უკვე შედგა კონსულტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპაუშვილთან და მოსალოდნელი ფარული ჩანაწერების გავრცლების შესახებ მან რამდენიმე წყაროსგან შეიტყო და ერთ-ერთი არის საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი.
"ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ მზადდება ასეთი აქცია, როგორიც არის ფარული ჩანაწერების გავრცელება საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთ მოსამართლეზე. ეს რამდენიმე წყარომ შემატყობინა, ერთ-ერთია თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი. როგორც ჩანს, ეს საკმაოდ გავრცელებული ინფორმაციაა გარკვეულ წრეებში. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ვის აწყობს ამის გავრცელება და ვინ სახელდება გამავრცელებლად. როგორც წყაროები მატყობინებენ, ეს არის ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. წყარო ასევე გვატყობინებს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები იყო თავად პაპუაშვილთან. რამდენად არის ამაში ჩართული პაპუაშვილი, ვერ გეტყვით. ნამდვილად არ ვიცი. არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირი ასეთი ბინძური საქმით დაკავდება. ვფიქრობ, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ორიენტირებული დისკრედიტაციაზე მთელი ამ საარჩევნო პროცესის, ხელისუფლების დისკრედიტაციაზე, თუ მართლა მოხდება ეს ამბავი“, - განაცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ
ფოფხაძე მართალი ყოფილა ?
This post has been edited by devta on 10 Aug 2016, 19:27