თალიბანიმაიცა ანუ რას ამბობ:
მანქანა რომელიც სიჩქარის გადაჭარბებით მიდის და ვერ აჩერებ, შეგიძლია მძღოლს ესროლო და მოკლა?
თან ამ მძღოლს მერე არც იარაღი აღმოაჩნდა და არც კრიმინალური წარსული და გაირკვა რო ორი დღის ჩამოსული იყო თურქეთიდან.
გზის გადამრობი ზღარბები, ბლოკირება, მეორე ეკიპაჟზე გადაცემა არ მოსულა?
მაშინ რას ერჩით ფირცხალავას? ხუბულოვის მანქანაც გარბოდა და ვიღაც პოლიციელიც აიკაპოტა გზაზე.
პა ხოდუ იარაღიც იყო ბორტზე.
მაგრამ მაგათ ძეგლი დაუდგეს.
და კიდე ერთი ''მუნდირის ღირსების საქმე''
მთვრალმა პოლიციელმა რომ კახეტში გოგო გაიტანა მაგაზე რა ხდება?
როგორც გავიგე მაგის მერე ლიშენია ქონდა და კიდე მანქანით დაქროდა თბილისში
რევაზ თევდორაშვილის საქმე (შსს) რომელმაც მთვრალმა გაიტანა დედა და შვილი სართიჭალაში.
რევაზ თევდორაშვილიც დაჭერილია? თუ დეპოლიტიზირებული შსს ხელს აფარებს და ფარცხავს?
http://ick.ge/articles/19166-i.htmlშსს–ს ნასვამმა თანამშრომელმა 24 წლის გოგონა იმსხვერპლა, 10 თვის ბავშვი რეანიმაციაშია
ოთხშაბათი, 20 აგვისტო 2014 19:43
შსს–ს ნასვამმა თანამშრომელმა 24 წლის გოგონა იმსხვერპლა, 10 თვის ბავშვი რეანიმაციაშიაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა რევაზ თევდორაშვილმა, რომელიც ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მართავდა, ავარიის შედეგად 24 წლის სოფიკო სეფიაშვილი იმსხვერპლა. რეანიმაციაშია მოთავსებული სოფიკო სეფიაშვილის 10 თვის ბავშვი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, შსს–ს თანამშრომელმა ავარიის შემდეგ მიმალვა სცადა, თუმცა ის თვითმხილველებმა დაიჭირეს. პოლიციას რევაზ თევდორაშვილი ამ დრომდე არ დაუკავებია, ის თანამდებობას ინარჩუნებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა 17 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, სართიჭალა – თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ მარტყოფის გადასახვევთან მოხდა. გურჯაანიდან თბილისის მიმართულებით, ცენტრალურ გზაზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტის“ მიკროავტობუსს მეორეხარისხოვანი გზიდან დიდი სისწრაფით მომავალი „ოპელის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი რამდენჯერმე გადაბრუნდა, კარი გაიღო და მგზავრები გარეთ გადმოვარდნენ. „ფორდ ტრანზიტით“ სეფიაშვილების ოჯახის წევრები დასასვენებლად ბათუმში მიდიოდნენ.
შეჯახების ხმაზე შემთხვევის ადგილზე მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე პურსაცხობის თანამშრომლები გამოვიდნენ, გაჩერდნენ გზაზე მიმავალი მანქანებიც. თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, რომ „ოპელის“ მძღოლი გარბოდა, როცა დაიჭირეს და გაქცევის საშუალება აღარ მისცეს. ამის შემდეგ კი 112–ზე დარეკეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
24 წლის სოფიკო სეფიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა მისი 10 თვის ბავშვი, რომელიც ამ დრომდე თბილისში, პირველი კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდნენ მიკროავტობუსში მყოფი სოფიკო სეფიაშვილის მშობლები, მეუღლე და 4 წლის შვილი. სოფიკოს დედას თავის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს.
თვითმხილველების განცხადებით, მას შემდეგ რაც შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ „ოპელს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მართავდა, ხელმძღვანელობას აცნობეს. რამდენიმე წუთში კი შემთხვევის ადგილზე ევაკუატორი გამოიძახეს, მანქანები ქალაქ რუსთავში საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიტანეს, რის შემდეგაც სახანძრო – სამაშველო სამსახურის მანქანით შემთხვევის ადგილი წყლით გადარეცხეს.
სოფიკოს მამის სოსო სეფიაშვილის მეგობრების განცხადებით, მომხდარის შესახებ მათ ავტოსაგზაო შემთხვევიდან რამდენიმე წუთში შეიტყვეს. „მაქსიმუმ 1 საათში უკვე მარტყოფის გადასახვევთან ვიყავით, მაგრამ იქ აღარავინ დაგვხვდა. მანქანებიც წაღებული ჰქონდათ და ავარიის ადგილი წყლით იყო გადარეცხილი“, – უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის მამის მეგობარმა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო აწარმოებს. საქმეს გამომძიებელი გიორგი ლობჟანიძე იძიებს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ სოფიკოს მამა, რომელიც მიკროავტობუსს მართავდა 6 საათის განმავლობაში პოლიციას ჰყავდა წაყვანილი. ბოლო 2 დღის განმავლობაში ოჯახს არაერთხელ დაუკავშირდნენ იმის დასაზუსტებლად, აქვთ თუ არა პრეტენზია მომხდარის გამო და აპირებენ თუ არა „ოპელის“ მძღოლს უჩივლონ. მას შემდეგ რაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა უპასუხეს, რომ ავარია შსს–ს თანამშრომლის რევაზ თევდორაშვილის ბრალეულობით მოხდა და მან პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს, გამოძიებამ გარდაცვლილი სოფიკო სეფიაშვილის მეუღლეს გიორგი თვალმიხელაშვილს დავა რევაზ თევდორაშვილის ძარცვაზე დაუწყო. როგორც ცნობილია, თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ რევაზ თევდორაშვილმა გაქცევა სცადა, რაც მან ვერ მოახერხა. გაქცევის მცდელობის დროს, მას ტელეფონი დაუვარდა. სოფიკო სეფიაშვილის მეუღლემ „ოპელის“ მძღოლის ტელეფონი აიღო, რათა გაქცევის შემთხვევაში მისი ვინაობა დაედგინა. გამოძიება გარდაცვლილის მეუღლეს ედავება, რომ მან „ოპელის“ მძღოლი რევაზ თევდორაშვილი გაძარცვა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ რევაზ თევდორაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო – კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაადასტურეს, რომ ის შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა. სამინისტროს განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება გადაწყვეტილებას ექსპერტიზის პასუხების შემდეგ მიიღებს.