2015 წელს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 30 კომპლექსი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "Стугна-П" გადაეცათ, 580 მართვადი რაკეტა Р-2С და 360 მართვადი რაკეტა "Комбат", რომელსაც ტანკი ისვრის.
2016 წელს გრძელდება არმიის ახალი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით მომარაგება, რამდენიმე დღის წინ ახალი მსხვილი პარტია გადაეცათ.
"Стугна-П" 25-ე ბრიგადაში :

და უკეთესი სიახლე
ამ შემოდგომაზე იგეგმება ახალი უკრაინული ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსის გამოცდა, ბალისტიკური რაკეტა "Гром-2"-ით.
მოქმედების მანძილი - 280 კილომეტრი (ექსპორტი) და 480 კილომეტრი (უკრაინის არმიისთვის)
რაკეტა განკუთვნილია მტრის ტერიტორიის სიღრმეში შტაბების, საჰაერო თავდაცვის პოზიციების, საწყობების, კოლონების, ხიდების და სხვა სტრატეგიული ობიექტების განადგურებისთვის. საბრძოლო ქობინის მასა 450 კილოგრამი ფუგასური ან კასეტური თავაკი.
რაკეტის მთლიანი მასა დაახლოებით 3.8 ტონა რაკეტა დაპროეტებულია კონსტრუქტორულ ბიურო "Южное"-ში , ძრავის წარმოება ხდება პავლოგრადის ქიმიურ ქარხანაში "Павлоградский химический завод".
გამშვები დანადგარის რენდერი :

რაკეტის მყარსაწვავიანი ძრავი აწყობის პროცესში :

მსგავსი სარაკეტო სისტემის შეიარაღებაში მიღება უზრუნველყოფს უკრაინისთვის შემაკავებელ ფაქტორს ნებისმიერი მტრის წინააღმდეგ, მთავარია დიდი რაოდენობით იყოს არმიაში.
თავდაპირველად სავარაუდოდ ერთი არსებული სარაკეტო ბრიგაის გადაიარაღება მოხდება ხმელნიცკიში.
რუსებო გეშინოდეთ