ჩემი ქუჩის მონაკვეთზე კი მორჩნენ გზის დაგებას დღეს დილას და წყალიც იმედია აღარ შეწყდება (მხოლოდ სამჯერ შეწყდა და მალევე გააკეთეს).
მაგრამ, ძალიან გამწარებული ვარ. ერთი თვე მუშაობდნენ. მთელი დღე აბირჟავებდნენ მუშები და მზის ჩასვლის მერე იწყებდნენ. ცხელი ასფალტის დასხმას მორჩნენ გუშინ 04:00-ზე. საშინელი ხმა იყო მთელი ღამე და შავი ოხშივარი.
მერიის ცხელ ხაზზე რეკვით ვერაფერს გავხდი, მეუბნებოდნენ მორჩნენ მანდ მუშაობასო. ბოლოს ლამის დავიჯერე, მეჩვენებოდა. პატრულში დარეკვაზე ვფიქრობდი, მაგრამ მივხვდი, მაგასაც აზრი არ აქვს.
ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი გადადგეს, თუ ამით საარჩევნოდ ხმების მოპოვება უნდოდათ. მთელი უბანი ნარმანიას და მაგის მომთრევის გინებაშია