ignorantარ ვიცი. დაუდგენელია ვინაობააო.
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/39...ari-ipoves.htmlორი დღის მკვდარია როგორც ჩანს..
* * *
ბოლო ერთ კვირაში კახეთში მოკლეს პარლამენტის ყოფილი წევრი, ამერიკელი ტურისტი და მარტოხელა ქალბატონი. ყოფილი დეპუტატის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 20 წლის ავთო ზაალიშვილი დააკავა. ამერიკელი ტურისტის მკვლელობის ბრალდებითაც 20 წლის ახალგაზრდაა დაკავებული. 76 წლის მარტოხელა ქალის მკვლელობის ფაქტზე კი 28 წლის მამაკაცია პასუხისგებაში მიცემული.
პარლამენტის ყოფილი წევრი, 66 წლის ნოდარ მოდებაძე, თელავის რაიონის სოფელ აკურაში, საკუთარ ნაკვეთში 8 აგვისტოს მოკლეს. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ნოდარ მოდებაძეს და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. როგორც მოკლულის ნათესავებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ურთიერთშელაპარაკება მას შემდეგ მოხდა, რაც ნოდარ მოდებაძემ ნახა, რომ მის ნაკვეთში მწყემსს საქონელი ჰყავდა შეყვანილი. მკვლელობაში ბრალდებული, სოფელ კისისხევში მცხოვრები 20 წლის ავთო ზაალიშვილი მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს.
ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში 7 აგვისტოს გაუჩინარებული 76 წლის თინათინ ხოდაშნელაშვილი 10 აგვისტოს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მარანში, ქვევრში დამარხული იპოვეს. მოკლულის მეზობლების თქმით, შიშველი ცხედარი პალტოში იყო გახვეული და ქვევრში ჩაგდების შემდეგ, ქვევრს ზემოდან მიწა ჰქონდა მიყრილი. სახლიდან არაფერია წაღებული. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, ღამით, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, თანასოფლელის, 1939 წელს დაბადებული თინათინ ხოდაშნელაშვილის ს საცხოვრებელ სახლში ქურდობის მიზნით, ფარულად შეაღწია. სახლის მეპატრონემ გ. ხ. შეამჩნია, რის შემდეგაც ბრალდებულმა ქალბატონს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, მისი სხეული მარანში, ქვევრში, კვალის დაფარვის მიზნით გადამალა, ხოლო სახლში ხანძარი გააჩინა და მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული რამდენიმე დღის შემდეგ დააკავა.
12 აგვისტოს, საღამოს, თელავის რაიონის სოფელ ლეჩურიდან თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ამერიკელი ტურისტის, 41 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, 1996 წელს დაბადებული მ. ჭ–მ სოფელ ლეჩურიდან თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, აშშ-ს მოქალაქეს, 1975 წელს დაბადებულ მ. ფ.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. შსს–ს ცნობით, სამართალდამცველებმა მ. ჭ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
მკვლელობის სამივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
http://ick.ge/articles/29952-i.html