საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს სლოვაკეთს დაუპირისპირდება
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის 2017 წლის ჩემიონატის შესარჩევ F ჯგუფში ბოლოსწინა, მეხუთე შეხვედრას თბილისში, სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები პრაქტიკულად გაინაღდებს ევრობასკეტზე თამაშის უფლებას. თამაშის წინა დღეს საქართველოს ნაკრებმა სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა, ბერძენმა მწვრთნელმა და კალათბურთელებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, სლოვაკეთთან მატჩს საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელია ოპტიმალურ ფორმაში არაა, მწვრთნელთა და თავად კალათბურთელის გადაწყვეტილებით, ის სლოვაკეთის წინააღმდეგ მაინც ითამაშებს, რადგან ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია.
დღესვე F ჯფუფის მეორე მატჩში ლიდერი მონტენეგრო აუტსაიდერ ალბანეთს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.
* * *
http://1tv.ge/ge/live.htmlვინც სტადიონზე არ ხართ უყურეთ
* * *
ვიგებთთთთთთთთთთ !!!!!