ბევრმა დაწერა მირჩიეთ რამეო, ხოდა ძველ პოსტს ამოვაგდებ:
სილქნეტის ოპტიკა და ტელეფონი მქონდა

მიუხედევადად იმისა, რომ სახლის ტელეფონს ფაქტიურად არ ვიყენებდი, 30 ლარის ნაცვლად 35 ლარამდე მომდიოდა ყოველთვიურად გადასახადი. ჩემთვის აშკარა იყო მათი თაღლითობა, თუმცა 3-5 ლარის გამო არ გადავდიოდი სხვა ქსელში. ერთ მშვენიერ დღეს 30 ლარით მეტი გადასახადი მომივიდა

მოვთხოვე ამონაწერი, თუმცა არ მომცეს, რადგანაც წლების წინ აწ უკვე გარდაცვლილმა მამაჩემმა გაიფორმა თავის სახელზე ინტერნეტი, აბონენტის გარდაცვალიბის ცნობაც წარვუდგინე, მაგრამ ამაოდ.
ამ შემთხვევის შემდეგ გადავედი ახალ ქსელებზე. უკვე ნახევარი წელიწადია ახალი ქსელები აბონენტი ვარ, მხოლოდ 1 დღე არ მქონდა ინტერნეტი ნახევარი წლის მანძილზე.
რაც შეეხება პირობებს, უფასოდ დამიინსტალირეს, 26 ლარის ნაცვლად 22 ლარს ვიხდი, სიჩქარი კი ორმაგი მაქვს - 10-ის ნაცვლად 20 მგბ