საქართველოს ფოსტა რა ნაგავია პირად მაგალითზე დავრწმუნდით
ამანათი ორი კვირა Iსე ედოთ ვაკის ოფისში, შეტყობინებაზე არც დაფიქრებულან.
ისევ სელერმა შEმატყობინა, ჩემი გზავნილი ამანათი ორი კვირაა საქრთველოშიაო.
ჩემი და რომ მიუვარდათ ფოსტაში, კი წამოიკნავლეს, არ იყო სრული ინფორმაცია მითითებულიო, არადა მისამართი, ბინის ნომერი და ტელეფონი ყველაფერი ეწერა უკლებლივ.
ჰოდა, მაგ წამოკნავლებაზე ისე დაახურა ყველას თავზე, მეტი ხმის ამოღება ვერ გაბედეს.
ნაგავია ჩვენი ფოსტა, ვიცი
მარა
მაგათზე ნაგავიც ყოფილა თურმე.
ყიდვისას, არჩევანი მქონდა, სელერი იგივე თანხად ან სტანდარტ შიპინგით გამომიგზავნიდა ჩემს ამანათს და ისევ, ჩვენს უგვან ფოსტასთან მექნებოდა საქმე, ან DHL ით 2-3 დღეში ჩამომივიდოდა.
რათქმაუნდა მეორე ავირჩიე, თანხა რაც საჭირო იყო გადავიხადე . ხუთი დღე გავიდა, არაფერი რომ არ შემატყობინეს, მოვიკითხე მათ ოფისში, საბაჟოზე ყოფილა უკვე სამი დღე ჩემი ამანათი, მოკითხვა აზრადაც არ მოსვლიათ თავში,

შეტყობინებაც, მეტიც, კიდევ 2 - 3 დღე ვერ მოგიტანთო, მახარეს, მეტიც, კიდევ 20 ლ გადაიხადეთ დეკლარაციის შევსებაზეო, არადა Aრ მოგცემთ ამანათს, 3 თვე გავაჩერებთ, მერე კი გავანადგურებთ, ან უკან გავგზავნითო.
მეთქი, ის გადავიხადე რაც მომთხოვეს, 30$, დამიგვიანეთ, არ შემატყობინეთ, კიდევ დააგვიანებთ და ამ ყველაფერთან ერთად ფულსაც მთხოვთთქო?
საქართველოს ფოსტასთან, უამარავ ამანათის ჩამომტან კომპანიასთან მქონია საქმე, დეკლარაციას ისე ავსებენ ფულის გამოძალვა არ გაუბედიათ, ამათ კი სამი გრაფის შევსებაში დამატებით ფული მომთხოვეს.
ჩემს აღშფოთებაზე რა მიპასუხეს არ იკითხავთ?
შენ საერთოდ ვინ ხარო! საჩივრის უფლება გამომგზავნს აქვს, მკიდია რომ შენი ფულით ნაყიდი საქონელია მაგ ამანათში, რომ ჩამოტანის თანხაც შენ გადაიხადე, კანონით არაფერი არ ხარ და ვერაფერს მომთხოვ, ან მომეცი ის 20ლ და დამელოდე კიდევ 2 დღე, ან იყავი მასეო.

ვეჟო, მაშინ საქართველოს ფოსტაშიც სხვისგან გამოგზავნილი Aმანათის გამო იჩხუბა ჩემმა დამ, გალანძღა იქაურები დაგვიანებისთვის, მაგრამ კი იცოდნენ რომ მტყუანები იყვნენ და ხმა არ ამოუღIათ, გამომგზავნმა მაგინოსო არ უთქვიათ.
ამ ნაგავმა DHL მა კი , ადამიანი არ ხარო, პირში მომახალა

მივწერე ახლა სელერს, მეთქი გაიწვიე ამანათი და სხვანაირად გამომიგზავნე, მაგრამ ამანათს არ ვდარდობ, ამათ მომსახურებაზე ჰედ ოფისში დაწერე საჩივარი, ძალიან გთხოვთქო.
დაწერს, იმიტომ რომ ევროპელია, იმიტომ რომ იქაურ ოფისში ნორმალურ მომსახურებას არიან მიჩვეულნი.
საქართველოში კი , გინდა სონის ოფისი გახსენი, გინდა ეფლის და გინდა ამ დიეიჩელის, თუ ქართველი ზის იქ, ქართულ სერვისს შემოგთავაზებს.
This post has been edited by edna mamida on 16 Aug 2016, 16:53
Don’t argue with idiots because they will drag you down to their level and then beat you with experience.
Never argue with a fool; onlookers may not be able to tell the difference.
Darkness cannot drive out darkness; only light can do that. Hate cannot drive out hate; only love can do that.