ფაქტია რომ ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა რა სტრატეგიაც შეიმუშავა 100 % მომგებიანი აღმოჩნდა.
"მოწინააღმდეგეს არ გაუმართლა და ჩვენებს ბედმა გაუღიმა" ლოგიკა მისაღები იქნებოდა მოწინააღმდეგეს ფეხი გადაბრუნებოდა (

), ხელი ეღრძო (

), ან მსგავსი რაღაც მოსვლოდა. მსაჯებს დაეჩაგრათ ბოლო-ბოლო.
მსგავსი არაფერი მომხდარა. ტალახაძემ აშკარა უპირატესობით აჯობა ირანელს, რომელიც საკუთარ სამწვრთნელო შტაბთან ერთად არ აღმოჩნდა მზად დაპირისპირებოდა ჩვენებს. მარტივად, რომ ვთქვათ და პარალელები გავავლოთ ფეხბურთთან - მოწინააღმდეგე შეიძლება შემო დონის იყოს (ან სუსტიც), მაგრამ მწვრთნელის მიერ არჩეულმა ტაქტიკამ გადაწყვიტოს თამაშის ბედი. მაგ: დროულმა შეცვლებმა, დროულად მიღებულმა (საჭირო მომენტში) გადაწყვეტილებამ გუნდის ტაქტიკის გადაწყობის თვალსაზრისით და ა.შ.
ეს მოხდა ამ შემთხვევაში. კერძოდ, თურმანიძის შემთხვევაში რა გათვალც იყო იმან 100 % გაამართლა. მისი მაჩვენებელი მესამე ადგილისთვის საკმარისი იყო, კონკურენტი სომეხი ჩაფლავდა, ხოლო ირანელს იმის გარდა, რომ ტალახაძე ყავდა კონკურენტად, უცებ მეორე-მესამე ადგილიც სანატრელი გაუხდა საკუთარი სამწვრთნელო შტაბის წინდაუხედავი საქციელის გამო. ლოგიკურია ამ დროს ნერვიულობა და შეცდომების დაშვება. ტალახაძეს რაც შეეხება, ყველამ დავინახეთ რომ აშკარად ჰქონდა იმის რესურსი უფრო დიდი წონაც აეწია.
საიდანაც არ უნდა ატრიალოთ, ფაქტია რომ პირწმინდათ დავამარცხეთ მოწინააღმდეგეები.
This post has been edited by lilja on 18 Aug 2016, 00:22