აბსოლუტური სიბეცეა იმაზე საუბარი რომ კონკრეტულად ამ ინსტრუქტორებს არ ჰქონდათ თურმე სერთიფიკატები...დაუჯერებელია რომ ეს სისულელე თავდაცვის მინისტრმა თქვა..ორივეს ჰქონდა ნატოს სტანდარტების შესაბამისი სიღრმითი ყვინთვის კურსი გავლილი თურქეთში..
ის, რომ სწავლების ტექნიკური დოკუმენტაცია ზემოთ ანუ გენშტაბის დონეზე არ იყო დამტკიცებული ამ ბიჭების ბრალი არაა..
არც ისაა ამ ბიჭების ბრალი, რომ ასეთ პირობებში უწევდათ, არა მხოლოდ კურსანტებთან და რიგითებთან მუშაობა.. არამედ უამრავი ღია თუ საიდუმლო საზღვაო ოპერაციის ჩატარება, რომლის შესახებაც საზოგადოებამ გასაგები მიზეზების გამო არაფერი იცის..არადა ასეთი იყო ათასობით...
პლუს, მილიონი თხოვნაა გაგზავნილი გენშტაბშიც და თავდაცვის სამინისტროშიც, სადაც ეს ქვედანაყოფი ითხოვდა მეტ ყურადღებას, ახალ თანამმედროვე აღჭურვილობას, აპარატურას, ბაროკამერებს, კატერებს, თოკებს, სამაშველო ჟილეტებს..
დღეს როცა ამხელა უბედურება მოხდა,ეს არავის ახსოვს ..ვიღაცეებს სურთ რომ ხელი ინსტრუქტორებზე გადატეხონ, ვიღაცეებს მთელი ქვედანაყოფის მოსპობა სურთ...საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე..
კომენტარებს ვკითხულობ აქ და სოციალურ ქსელებში, ტიპებს= ყოფილი სამხედროები ჰქვიათ და აზრზე არ არიან რას წერენ.."შტორმში ვინ შეიყვანაო", "ყურის ანთება" ჰქონდაო..და მსგავსი ...ოჯახები გაუბედურებულია, მაგრამ ასეთი სისულელის ტირაჟირება დაუშვებელია..ყურის ანთებით როგორ ჩახვალ არათუ 30-ზე, 5 მეტრზე მაინც?? წარმოგიდგენიათ?
ამ ქვედანაყოფს ე.წ ბათუმის საზღვაო სპეცნაზს, რომელიც ვაშლიჯვარს ექვემდებარება, მოკავშირეების დახმარებით, კონკრეტული ადამიანები 10 წელზე მეტია აშენებენ = და თუ ეს გამოძიება დილეტანტურად წარიმართა ..ქვეყნის უსაფრთხოება დაზარალდება პირველ რიგში...დაინგრევა ეს ყველაფერი, ისედაც გაქცევაზე იყო ხალხი..
ინსტრუქტორების დასჯა ყველაზე ადვილია...ნამდვილი დამნაშავეების მონახვაა ძნელი, ზემოთ რო სხედან თბილ სავარძლებში ..
და უამრავჯერ რო გაუგზავნიათ ეს ბიჭები ღამე, შტორმში, წვიმაში, თოვლში, მდინარეში, ზღვაში, ტბაში საიდუმლო ოპერაციებზე ან გვამების ძებნაზე..მაშინ ეს "ტექნიკური დოკუმენტაცია" და "სერთიფიკატები" არავის ახსოვდა
რამდენი გვამი აქვთ ამოყვანილი ამ ათი წლის მანძილზე იმას ვერ ითვლიან და ბედის ირონიით თავისიანების გვამებს ვერ პოულობენ..
This post has been edited by guriaaa on 2 Sep 2016, 13:47