WP-Rex
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9764
წევრი No.: 184879
რეგისტრ.: 16-April 14
|
#48604377 · 18 Aug 2016, 07:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნაწყვეტი სერეკილების სცენარიდან:
"ერთაოზს კი ოსური ნაბადი მოემარჯებიდა და კუთხეში მომწყვდეულ მშვენიერ ხოხობს უტევდა. - რას აპირებთ ერთაოზ? - დაინტერესდა ქრისტეფორე. - ეს ქალია, არ იცის, რა ბედნიერება ელის, ძალით უნდა წავიყვანოთ... - არ მინდა დედალზე ჯდომა! - შულოდ იგლეჯდა მარგალიტა თმას. სწორედ ამ დროს, თითქმის ერთდროულად, ამყოლაძეების ეზოში კივილით და ყვირილით ორი რაზმი შემოიჭრა - ციხის და ნეო-ნერვო კლინიკისა. - არიქა, ტრიფონ, თავს ვუშველოთ! - იკივლა მარგალიტამ, ერთაოზს გაუსხლტა ხელიდან და ტრიფონთან მიირბინა. -ეზოში ყვირილი გაისმა. - არ დაიძრათ! უყვირა ფსიქიატრის ხალხს ხუტა ოდიშარიამ, - ეს ხალხი ჩემია! - მიუთითა მათრახით ერთაოზსა და ქრისტეფორეზე, რომლებსაც ხმაურმა თავები ფანჯარაში გაყოფინა. - ვერ მოგართვი გოზინაყი! - იწივლა კუჭუხიძემ. - რას დაეთრევი ამ სახლში? - შეუტია ციხის უფროსმა. - ხა,ხა,ხა!- ფრანგულად გადაიკისკისა ნოშრევანმა. - მარუსია!მარუსია! - ჩიყვიანო აზიატო! - იწივლა ნოშრევანმა და სანიტრებს უბრძანა: - გამოიყვანეთ ავადმყოფები! - არ დაუთმოთ ტუსაღები! - გასცა ბრძანება ციხის უფროსმაც. - ეცით! - გაჰყვიროდა ნოშრევანი, თან აქეთ-იქით ქურციკივით დახტოდა. ორი რაზმი ერთმანეთს ეკვეთა. ატყდა ვაი-უშველებელი, შერბენა-გამორბენა, ბაგაბუგი. უბანმა გაიღვიძა, გაიღვიძა ქალაქმაც, აკიაფდა ჭრაქები. ყველამ "ნემეცის ქუჩას" მიაშურა. იფეთქა საუკუნეობით დაგროვებულმა სტიქიურმა ძალამ. არავინ კითხულობდა, ვინ -ვის, რატომ და რისთვის ურტყამდა. დედის, მამის, პატარის, დიდის, ქალის, კაცის გარჩევა მოიშალა. მოცელეს ღობეები, გათელეს ბაღები, ბოსტნები, ბორცვ-გორები, თევზი ნაპირს მოშორდა და სილაში ჩაიმარხა, ჩიტმა ცა გამოიცვალა. გახურდა ჩხუბი, აღდგა იმერეთი! გაიღო კარი ლხინისა!.. ვიღაცამ ქუჩის კუთხეში ბაგრატ მეფის ჟამს ჩასმული ქვა ამოიღო და უმიზნოდ ცაში ისროლა. მეორემ, ასევე უმიზნოდ, ქოსა ძაღლს დასტაცა ხელი და ლეღვის ხეზე ააგდო. ქუჩაში ბურთა ლეღვების წვიმა წამოვიდა. სილოვან ბლიკვაძე ღორის ნაწლავებით ახრჩობდა ენუქი ფურცხვანიძეს, მაზლის ცოლების დანახვაზე დარუშა შავგულიძემ ბავშვიანი აკვანი კორკიმელზე ჩამოკიდა და ჩხუბში ჩაება. მაღლაკიდან ფხაკაძეები დაეშვნენ და ბეჭებიანი თოხები ისე დატრიალეს, კოხინჯრობას რომ იციან. "გულვარდში" "ბუზიკამ" დასცხო, იაშა ფლეიშმანი პანღურით ხელმძღვანელობდა ორკესტრს. ხეზე ჩამოკიდებულმა პატარამ არტახები აიწყვიტა და შიბაქით ამოუგდო თვალი ხრესილის ომის ვეტერანს პაშა აბაშიძეს. გიმნაზისტი ახვლედიანი სამ მანეთს ითხოვდა ლათინური ენის მასწავლებლის ჭიდან ამოყვანაში. ლათინისტი ორს იძლეოდა. - მაშინ ეგდე მაქ! - გიმნაზისტი ჭას მოსცილდა, ისინკა გაგულაშვილს ყელში ხელი წაუჭირა და რჯული შეურყია. შვანგირაძემ ახეული ყური ჯიბეში შეინახა და გოგისვანიძეს თავი დაუშინა გატაცემით. რაჭველები გუბერნატორის როიალით კედელს ანგრევდნენ. ბურჯანაძე შუბლაძეს დაბალ-მაღალ კბილებს ერთ ზომაზე უყენებდა. მეწურბელე გაჩეჩილაძის ბალახვანიდან შემოჭრამ უფრო ააჩქარა საქმე. - გაჩერდი შე სირისტიანო! უყვირა ხუტამ ექიმს და ცხენი შეჰქუსლა. - ღრანჭის მასაჟი მაგას! - ყვიროდა ნოშრევანი და ადგილს იცვლიდა. კვასტანცია თითისტარით ედესიას დასდევდა. ფესტვანიძის ქვეშ მიწა იბზარებოდა. გვერდებშემტვრეული მეწურბელე გაჩეჩილაძე ნათესავებმა გოდრით გაიყვანეს ბრძოლის ველიდან და აღსადგენად ექიმ მინოვიჩთან გააქანეს. - მე ვიცი შენი წამალი! - უკივლა ციხის უფროსს კუთხეში გამომწყვდეულმა ექიმმა და სანიტარს უბრძანა: - ანტიძაღლინ! კარგად გაწვრთნილმა სანიტარმა კეტი მიაწოდა ექიმს და ამ უკანასკნელმა მკლავის სიმსხო antidzaglinus თავში დაუშინა ხუტას. გაჩეჩილაძე გოდრიდან ამოხტა და თავი ბურღივით შეუშვა ჩხუბში. შაშიკო პალიკოს უფერადებდა სახეს. ფრთებდაპუტული არწივები ინდაურებივით გარბოდნენ ქუჩებში. - ორი მანეთი და ორი შაური! - ისმოდა ჭურიდან მასწავლებლის ხმა. - სამი მანეთი! - მტკიცედ ადგა თავისას გიმნაზისტი ახვლედიანი, რომელსაც მამაგეიშვილი თავით ნაკურთხ მარილს ანაყინებდა. ბარე სამოცი კაცი ცხვირგატეხილი დარბოდა, მარგალიტას სახლიდან ტაშტებით აქცევდნენ სისხლს. მარგალიტა უკვე აღარ ჰგავდა კამფეტზე დახატულს. აღარც ქალს ჰგავდა, სახეზე ფერუმარილი აზელოდა, თმა გასჩეჩოდა, საბრალო , ლოყებს იკაწრავდა და ქმართან ერთად კედლებს ასკდებოდა. - გაჩერდი შე კურდღლის ტყაოსანო! - ისე უყვირა ხუტამ ექიმს, რომ ლომს გაუსკდებოდა გული, თანაც რამდენჯერმე ჰაერში დაცალა იარაღი. - არ დამინდობს, - მიხვდა მარგალიტა. ტრიფონი წინ გაიგდო და ბუხრისკენ გააქანა. - რას შობი, ქალო?! - მიდი, შეძვერი! - ვერ შევეტევი! - შენ კი არა, ორი შენხელა შეტეულა! - უყვირა მარგალიტამ. - კი მარა, ის შავი ვინ იყო? - იკითხა ტრიფონმა და ბუხარში სტუცა თავი. - გამოუშვი შმაგები! - ბოლო წამს იყვირა ხუტას ქვეშ მოყოლილმა ფსიქიატრმა. - ორსულები გეიყვანეთ! - მიხვდა ვიღაც ღვთისნიერი. სულ რამდენიმე წუთში ნეო-ნერვო-კლინიკის მხრიდან შმაგების ტოტალური რაზმი შემოიჭრა ჟივილ-კივილით. მაშინ ქიმია არ იყო, ვაშლში ჭია ბუდობდა, რძე ქვაბიდან გადადიოდა, გიჟი გიჟობდა, შმაგი შმაგობდა. ბრძოლაში შმაგები ჩაებნენ. ერთმა ყველაზე ჩქარმა მდუღარემ ხუტას ცხენს კბილებით ააგლიჯა ნალები. ციხის დასი შედრკა, ჯერ დაიხია, შემდეგ უსირცხვიოლო მოუსვა და გაიბნა. - ორი მანეთი და ოთხი აბაზი...- სუსტად მოისმა ჭურიდან მასწავლებლის ხმა და დაცარიელებულ "ნემეცის ქუჩაზე" სიჩუმე და სიმყუდროვე ჩამოდგა. დაწყნარდა მთვარეც. სახე დაეწმინდა,გამოჩნდა ხვამლი, წავიდა ეშმაკი, დაიძინა იმერეთმა. მაისის ნიავმა ვარდის სურნელი გადაავლო ქვეყანას. საკვამურიდან ტრიფონის თავი გამოჩნდა. ობერმა არემარე შეათვალიერა. ვარსკვლავიან ცას ახედა და მთვარეს ალერსიანად უთხრა: - აჯათსანდალი მოხრაკული საჭმელია, რომელიც კეთდება ოქროს ვაშლისგან... ჩამო ჩემსას, გაგასინჯო. "
--------------------
"რუსეთის დედა მოვდღან!"-ის მერე მაგრამ არ იწერება! (c) B l a c k J a c k
|