როგორ არ ეცოდინება.
აბა არ ტეხავს შენი ქვეყნის დასახელების წარმომავლობა რომ არ გეცოდინება? სიტყვის მაინც.
genadi

ჰოჰ
------------------------------------------------
ჩემი აზრი ასეთია:
განვიხილოთ ორი ვარიანტი:
1) ან სიტყვა "სა-ქართ-ველო"-ს ფუძედ აქვს "ქართ" და "ველი" .
2) ან სიტყვა "სა-ქართველო"-ს ფუძედ უდევს სიტყვა "ქართვ"-"ელი"
განვიხილოთ ცალ-ცალკე:
1) თუ ფუძეა "ქართ" და "ველი", მაშინ "ქართ" სავარაუდოდ ნიშნავს "ქართებს" ან "ქართლელებს", არვიცი, მაგრამ მცხოვრებთა/ტომელებთა დასახელებაა. "ველი" კიდევ ველია, ტერიტორია სადაც ქართები არიან. ანუ სიტყვა "ქართ-ველი" აღნიშნავს ადგილმდებარეობას, ველს, სადაც ქართები არიან და აქიდან მოვიდა სიტყვა "სა-ქართველო", მდებარეობა სადაც ქართების ველია.
2) თუ ფუძეა სიტყვა "ქართველი" , ანუ სადღაცელი, ალბანელი, ინგლისელი მაგალითად და ქართველიც მასეა, მაშინ გამოდის რომ სიტყვა "ქართველი" გაიყოფა "ქართვ"-ად და "ელი"-ად, ანუ "ქართვ"-"ელი".
შესაბამისად, ქართ-ი კი არა, გამოდის ქართვ-ი, ქართ"ვ", ანუ ეს "ვ" ყოვლად უაზროდ ზის აქ, რაც ძალიან არალოგიკური და უზარობაა თავისთავად. ანუ, "ქართვ"-ი გამოდის ჩვენი ქვეყნის დასახელება ან იმ ადგილის სადაც ვართ, და -"ელი" მიმატებულია. ნებისმიერ შემთხვევაში დურაკობაა.
ასევე პირველ ვარიანტშიც სრულიად უაზრობას ვაწყდებით: თუ "ქართ"-"ველი" არის, ანუ ველი სადაც ქართები არიან, მაშინ სიტყვა "ქართ-ველი" აღნიშნავს ტერიტორიის დასახელებას, ისევე როგორც თბილისი, ზუგდიდი, კახეთი და ა.შ. ანუ, ჩვენ ჩვენ თავს როცა ქართველებს ვუყოდებთ, გამოდის რომ ადგილმდებარეობას ვუწოდებთ საკუთარ ეროვნებას, ეს იგივეა თქვა მე კახელი კიარა, მე კახეთი ვარო.

რადგან ქართ-ველი, არის ადგილმდებარეობის, ველის სახელწოდება სადაც ქართები ცხოვრობენ. შესაბამისად, ეს თუ სწორია, ჩვენ ქართველები კიარა, ქართები ვართ, ხოლო ქვეყანას ქართველი უნდა ერქვას...
არ ვიცი ასეთი შეუსაბამოდა და იდიტობა რატომ უნდა იდოს ჩვენი ქვეყნის დასახელებაში და ვინ მოიფიქრა, დაარქვა, რომელმა იდიოტმა... არავინ ხართ ისტორიკოსი რომ გაგვარკვიოთ?
This post has been edited by piltakva on 19 Aug 2016, 11:48