გუშინ წავიკითხე "გირჩის" 2016 წლის პროგრამა და ძალიან მომეწონა.
ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არ იძლევა დაპირებებს და მათ ნაცვლად
კონკრეტულ რეფორმებს გვთავაზობს.
მე ასე დავახასიათებდი მათ ხედვებს:
ნაკლები წნეხი - მეტი თავისუფლება.
1. ეკონომიკა:
ა) მთავრობა
არ აიღებს ვალს და დახარჯავს იმდენს, რამდენსაც ეკონომიკა წვდება.
ბ)
გაუქმდება მოგების გადასახადი, რაც მოიზიდავს ინვესტიციებს.
გ)
გაუქმდება საშემოსავლო გადასახადი, რაც მეტ ფულს დატოვებს ოჯახებში.
დ)
დაჩქარდება პრივატიზაცია, რაც ასევე მოიზიდავს დამატებით კაპიტალს და გამოუყენებელ ქონებას აამუშავებს.
ე)
ბიუროკრატია შემცირდება 20-35%-ით და უსაქმური ჩინოვნიკები ნაკლებს შეჭამენ.
და ა.შ.
2. სოციალური დახმარება:
ა) სოც. დახმარების ობიექტი იქნება ოჯახი. შემოღებული იქნება
საოჯახო პენსია.
დღეს შეიძლება პენსიონერი ცხოვრობდეს მდიდარ ოჯახში და ყველანაირად უზრუნველყოფილი იყოს,
მაგრამ იმხელა პენსია ექნება, რამხელაც გაჭირვებულ და მშიერ ადამიანს. ეს არის უსამართლობა.
უმთავრესი ფაქტორია მთლიანი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა და ამიტომაც შემოღებული იქნება საოჯახო პენსია.
ბ) მოსახლეობა დაიყოდა კატეგორიებად -
რაც უფრო მეტად უჭირს ოჯახს, მით უფრო მეტად დაეხმარება სახელმწიფო.
ყველაზე ღარიბი ოჯახები, რომელშიც 1 მილიონია ადამიანია, მიიღებენ წლიურად 4500 ლარამდე.
შემდეგი 1 მილიონი - 3500 წლიურად.
და შემდეგი 1 მილიონი - 2500 წლიურად.
დანარჩენებს ისედაც ბლომად ექნებათ ფული და სახელმწიფო მათ არ დაეხმარება - ისინი საშემოსავლო გადასახადის გაუქმებით იხეირებენ.
საოჯახო პენსიის პაკეტი სხვადასხვა კომპონენტებისაგან შედგება და შეგიძლიათ საიტზე იხილოთ.
3. თავდაცვა:
ა)
გაუქმდება სავალდებულო გაწვევა. ჯარში ძალით წაყვანილი და დარაჯებად დაყენებული ხალხი ომში არ იბრძოლებს.
აქცენტი გაკეთდება პროფესიონალურ ჯარსა და რეზერვისტებზე.
ბ) ეტაპობრივად
გაიზრდება თავდაცვის დაფინანსება და იგი მიებმევა ეკონომიკას.
იგი გახდება მშპ-ს 5% და გაიზრდება ეკონომიკის ზრდასთან ერთად.
გ) არმია შეიძენს
თანამედროვე თავდაცვით სისტემებს, რისი აუცილებლობას 2008 წელს ნათლად ვნახეთ.
რამდენიმე თვითმფრინავით გადაგვიარა რუსეთმა, რადგანაც თავდაცვითი სისტემები არ გვქონდა.
4. ნარკო პოლიტიკა:
ა)
არც ერთი ნარკოტიკის მოხმარება არ დაისჯება, რადგანაც ამით ადამიანი სხვებს არ აყენებს ზიანს.
ნარკომანია არის ავადმყოფობა და ავადმყოფს უნდა უმკურნალო (და არა 10 წლიანი სროკი მიარჭო).
ბ)
კანაფის პროდუქტების გამოყენება ლეგალური გახდება სამედიცინო და რეკრეაციული მიზნით.
პ.ს. კიდევ არის უამრავი რეფორმა, რომელთაც შეგიძლიათ გაეცნოთ "გირჩის" საიტზე:
http://www.npc.ge/ka/ This post has been edited by androabuladze on 19 Aug 2016, 11:22