აი დავაკვირდი და დიდი აღმოჩენაც არ უნდოდა.
ხელისუფლების ყველა შტოში არის აღზევებული ბოგანოს ბოგინი,
კომუნისტურმა რეპრესიებმა მოსპო და გაანადგურა ნებისმიერი ადამიანი ვისაც რაიმე ღირებულება გააჩნდა!
დავიწყოთ ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან, რომლის სისხლიც სოციალ დემოკრატებისა და ბოლშევიკების ნამუსზეა.
შემდეგ რაც იყო მოგეხსენებათ დამყარდა სრული დიქტატურა, აღიგავა პირისაგან მიწისა ყველა ვინც რაღაცად ღირდა, ვინც არ იყო ბიდლო - ადვილად სამართავი და დასამონებელი მასა. მარტო მიხეილ ჯავახიშვილის მკვლელობა რად ღირს!!!
რევოლუცია კი იმათ მოახდინეს ვისაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა და გასჭყიოდა პროლეტარიატის დიქტატს.
1937 წლების რეპრესიებმა სრულიად გამოაცალა ქართველებს ინტელექტუალირი დასაყრდენი, არისტოკრატია განათლებული ფენა სრულად ამოჟლიტეს ან გადაასახლეს.
მოგწონთ თქვენ თუ არა კეთილშობილურ წარმომავლობას აქვს თავის ფუნქცია.
ადამიანის კონკრეტული ნიშან თვისებები ზოგ ადამიანს აქვს გამორჩეული, საუკუნეებს წინ ისინი იღებდნენ დიდ წოდებას და წინაურდებოდნენ ფეოდალიზმის ხანაში ამ ნიშან თვისებით. ამ არისტოკრატთა ჩამომავალიც ხშირად (მაგრამ არა ყოველთვის) ღირსეული პიროვნება იყო, ჰქონდა გენეტიკური განწყობა სიბრძნის სიყვარულისა, ლტოლვა განათლებისაკენ, შემეცნებისაკენ, ამასთან აღზრდითა და ბუნებრივი კეთილშობილებით იყო ღირსეული თვისებების მატარებელი, რომელიც სწორედ რომ გამოსადეგი იყო ქვენის მართვის (თუნდაც დაბალ ბიუროკრატულ რგოლზე) სადავესთან ყოფნისათვის.
რა მივიღეთ კომუნისტური არისტოკრატიის პარსვის შედეგად?
აღზევდნენ ბოგანოები, ხელში აიღეს მართვის სადავეები.
ეკალი სადაც არ უნდა დასთესო ისევ ეკალია, ეკლის ნათესლარზე კი ისევ ეკალი ამოდის.
შედეგად მივიღეთ მდაბიოთა მმართელობის მილიონი ხაზი-მდაბიოთა კლანები! მაგალითად ავიღოთ ტყემალაძე, რომელიც სულიერად ისეთივე მახინჯია როგორც არის ისედაც. ახლა ის მოაჯდა საქართველოს და წოვს სისხლს! ახლა თავის შვილს მოუწყო სისხლის საწოვად, ის თავის ასკოლკას დატოვებს და ასე. ჩემ მეზობელ ნ.-ს სხვენის გარემონტების ნებართვა არ უნდა მისცენ, რათა 8 სულიან ოჯახს ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს (სახურავის აწევის გარეშე) ჩამპალ ტყემალაძეს კი 44 სართულიანი შენობის აგებაც შეუძლია ჭავჭავაძის გამზირზე, რომ ცხიმ-ქონი არ მოაკლდეს მის ოჯახობას.
დღეს ისევ ის კომუნისტური ელიტა მართავს ან მათი ასკოლკები, მათი შვილები რომლებსაც ლანგრით მიართმევენ საჯიჯგნად ჩვენს ქვეყანას!
გამოფხიზლდით ხალხნო!
იმ ფუტკრებსა გავხართ ვისაც ბოლს მიაბოლებენ და კარგად დააბოლებენ, დემოკრატიის, ტოლერენტობის, ლიბერალიზმის და ათასი სიცრუის ვარდისფერი ბოლით.
გხდიან აი ამ ფუტკრებივით უუნაროს! და სახმარს!
რეპრესიის საპირისპირო ძალა ისევ რეპრესიაა!!!
საქართველოს მართვის სადავეებიდან უნდა მოშორდეს კომუნისტებნის მოთრეული მდაბიოთა ფენა და მათი ასკოლკები!
აი ამ ფუტკრებსა გავხართ!
აი მაშინ ამოვისუნთქებთ ამ ბოლის ყლაპვას რომ შეწყვეტთ!