"პატიაშვილმა, ხუბუტიამ, ჭაჭიამ და ებრალიძემ ვერ შეძლო რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება და ვიღაც ჩიტიშვილ-გვრიტიშვილები შეძლებენ?"
კვარაცხელიამ წარმოადგინა კომპარტიის ერთ-ერთი დეპუტატი დუმაში, ვლადიმერ სიმაგინი, რომელიც თითქოს და სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებს, ამ დროს სიმაგინს არავინ არაფერს არ ეკითხება და არანაირ გადაწყვეტილებებს არ იღებს, ის არის კომპარტიის ერთი რიგითი დუმის დეპუტატი.
ჩიტიშვილზე ვფიქრობ, საუბარიც ზედმეტია, კაცი, რომელიც სააკაშვილის ფიტულებით დარბის, არა მგონია რაიმე კავშირი ქონდეს რუსეთის პოლიტ ელიტასთან, ასევე მან ჯერ ვერ გაარკვია თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა და რომელია მისი სამშობლო, საქართველო, ოსეთი თუ რუსეთი. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ვთქვათ რომ დღესდღეობით საქართველოში რეალურად არ არსებობს არც ერთი პარტია პრო რუსულ პარტიებზე მაქვს საუბარი, რომლებიც შესძლებენ რაიმე სახით ურთიერთობების დალაგებას რუსეთთან. მეტიც ამ პარტიათა უმრავლესობა ემსახურება ქართულ რუსული ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებას
http://www.frontnews.ge/ge/news/107645-%E1...%83%94%E1%83%9C