Scoffieldჭიდაობის გაგნებაში არ ხართ და საერთოდ სპორტის არ გეწყინოს შენზე მეტი ვიცი და მაგიტომ წვრილმანებამდე ვიცი ეს საკითხები.

იმდენი ვწერე ამ საკითხებზე რომ აღარ მაქვს სურვილი რაიმე დავწერო მაგრამ მაინც კიდევ შევეცდები აგიხსნა ისევ ეიფორიაში ჩავარდით და თქვენ გონიათ ეს ამდენი მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდულში ან ჭაბუკებში იშვიათობაა ჭიდაობაში?
თითქმის ყოველ წელს რამდენიმე ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი გვყავს ასაკობრივ ნაკრებებში ხაზს ვუსვამ ასაკობრივ ნაკრებებს იმიტომ რომ ექცევა როგორ არ ექცევა ყურადღება სადმე დავწერე რომ ასაკობრივ ან ეროვნულ ნაკრებს არ ექცევა ყურადღება?
მაგრამ ეს ბიჭები საიდანაც მოდიან იმ კლუბებში და დარბაზებში იცით რა დღეში არიან? არ იცით და გონიათ მარტო ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებებია მთავარი? თუ საძირკველი არ გაკეთდა ისე სახლი ერთ დღესაც დაინგრევა.
შენ ან სხვა ნებისმიერი რომ იყოთ ფედერაციის პრეზიდენტათ იგივე შედეგს დადებთ და კურტანიძის დროსაც მიუხედავად ამბოხებული მოჭიდავეებისა მაინც იყო ასაკობრივი ნაკრებებიდან შედეგი ანუ ტალანტების ხარჯზე თითქმის ავტომატურ რეჟიმში მოდიან ტალანტები მაგრამ მერე დიდ ეროვნულ ნაკრებებში უკვე ვეღარ ქაჩავენ და ეს არის ბავშვობაში გადატანილი საკვების თუ ფსიქოლოგიის თუ სხვა არასაკმარისი ყურადღების შედეგი.
ძალიან ბევრი შემიძლია გელაპარაკო მიზეზებზე მაგრამ ეიფორიაში ჩავარდნა და თქმა რომ რაღაც სასწაული მოხდა? რა ვიცი .
დაახლოებით როგორი მდგომარეობაა დღეს ჭიდაობაში იცი? რაგბი რომ იყო არა სტადიონი არა დაფინანსება არა შეკრებები და მაინც აღწევდნენ ბიჭები ასფალტზე ვარჯიშობდნენ და იგივენაირად ბევრისგან გამიგონია საჭიდაო ტატამებიც არ აქვთ წესიერი და ნახევრად ბეტონზე ვარჯიშობენ ბიჭები და საკვებზე და შეკრებებზე კლუბებმა არც უნდა იოცნებონ.
კლასიკურ ჭიდაობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქცევს ცოტა ყურადღებას და ამიტომაც არის რომ განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოდან არიან ბევრი მოჭიდავეები.
ფაქტია რომ თბილისის ამხელა უდიდეს პოტენციალს ვერ ვიყენებთ და არც აქცევენ ყურადღებას ფედერაციას უნდა ეხლა ბავშვებს დაახარჯოს ფული და თვითონ არაფერი დარჩეთ მაყუთი?
ოდნავი ყურადღება რომ იყოს თბილისის მასშტაბით 8 დან 8 მედალს ავიღებთ ყველა სინჯის მედალს ასაკობრივებში ხოლო დიდებში კიდევ უფრო მეტი კონკურენცია იქნება და რამდენიმე ოლიმპიური ოქროზე გვექნება პრეტენზია.
თქვენს საყვარელ ფედერაციას არ უნდა ზედმეტი თავის ტკივილი და ზედმეტი ფულის ხარჯვა ასევე სპორტის სამინისტროსაც და თბილისის მუნიციპალიტეტსაც რადგან ნაკლებ ფულს მოიპარავენ და შეჭამენ და არ უღირთ ჯობია ესე სტაბილურად არიან ყველას ერგება ტორტის ნაჭერი და თავისთვის არც ვითარდებიან და არც ქვემოთ ჩამოდიან მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს და ეს დაგვანახა ოლიმპიადამ იქ სხვა მომზადების დონეებია და სხვა ფსიქოლოგიურ ფიზიკური მომზადებაა საჭირო.
რუსები რა დღეში არიან იმედია იცი რადგან ხინჩეგაშვილი არის ოსური წარმოშობის და კამათიც მიდის რომ ქართველებს ეთნიკურად ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი არ გყავთ ჭიდაობაშიო ნუ ეს მარაზმია მაგრამ მაინც იმაზე მიუთითებენ რომ გორის რაიონის გარდა ჩამკვდარია თავისუფალი ჭიდაობის კერები.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მოჭიდავეს ვინც რაგბისტების მსგავსად შრომობენ და აღწევენ წარმატებას ხოლო ფედერაციაში მოკალათებულ გაზულუქებულ ჩინოვნიკებს არც ადარდებთ ჭიდაობის ფუნდამენტი როგორ იკვრება ეს მათვის მეასე ხარისხოვანია.
კატასტროფა ხდება ჭიდაობაში და ეს სასწაულები ხდება ყოველ წელს და ისევ ტალანტების ხარჯზე მთელ მსოფლიოს ვუგებთ მაგრამ კიდევ გიმეორებთ როდემდე? 21 - საუკუნეა და თუ არ მოხდა გადაწყობა თანამედროვე სტანდარტებზე ძალიან ძნელი იქნება შედეგები მომავალში.