Scoffieldმნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება რადგან სისტემაა ასეთი და უნდა შეიცვალოს სისტემა.
კურტანიძე ალბათ მართალიც იყო ნაწილობრივ.
იმიტომაც ვერ აიტანეს დისციპლინა რომ ეს სისტემა მოსწონთ როგორც ნაკრების წევრებს ასევე ყველა ფედერაციაში დასაქმებულ ადამიანს.
რომელი ჯობია კურტანიძემ თუნდაც ერთი ორჯერ შეიგინოს თუ ნაკრების წევრებმა აგინონ მწვრთნელი როდესაც დილის ვარჯიშზე უნდა წამოაყენოს საქართველოს ნაკრები და გვაცალეთ ძილიო უთხრან მწვრთნელს.
მერე გაკვირვებულები ამბობენ გულშემატკივრები რატომ იღლებოდნენ ასე ჩვენი ბიჭებიო.
კურტანიძემ უხეშად და აგრესიულად რომ არ დაეწყო მაინც აჯანყდებოდნენ რადგან რბილი ხელის პოლიტიკა ყველას აწყობს დაწყებული ნაკრების წევრების უმრავლესობით და სხვა...
დავწერდი მაგრამ არ ღირს ფულის მოტეხვა ეხლა კი არა ძალიან დიდი ხანია სპორტში ხდება და ეს ყველამ იცის ვინც ქართული სპორტის შიდა სამზარეულო იცის.
რომელიმე ბოლო წლების იმერელი მსოფლიო ჩემპიონი დამისახელე თავისუფალ ჭიდაობაში ან ადგილობრივი თბილისელი.
კიდევ ჩემს აზრს ვამბობ რომ უდიდესი პოტენციალი გვაქვს თბილისის და სხვა რეგიონების ჩათვლით და ტრაკის განძრევა არ უნდა არც ჭიდაობის ფედერაციას და არც სპორტის სამინისტროს თუ მერიის შესაბამის სამსახურს.
Ericგაიგე ეხლა ვინ იყო მართალი თუ მტყუანი მაგრამ კურტანიძეს რომ შეეცვალა სისტემა ეხლა უკვე წინ იქნებოდა წასული ჭიდაობის ფედერაცია.
არც კურტანიძეს ეყო გამოცდილება პლიუს არ ისურვეს დისციპლინა დაემყარებინა და აჯანყდნენ.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად უნდა დაინიშნოს კარგი მენეჯერი და უნდა დაინტერესდეს სამართალდამცავი სტრუქტურები სად მიდის ჭიდაობისთვის გამოყოფილი თანხები?
ნუთუ სახელმწიფოს არ აქვს იმის საშუალება რომ ყველაზე წარმატებულ სპორტის სახეობას საქართველოში დახმარება გაეწიოს როგორც რაგბს და ძიუდოს სახელმწიფო პროგრამებია.
ვეჭვობ მთლიანად სპორტის სამინისტროც ჩაფლულია კორუფციულ გარიგებებსა და ფულის შოვნაზე ტანდემში მოქმედებენ ჭიდაობის ფედერაციასთან ერთად.
აბა ვერ ავხსნი მიზეზს რატომ არ აქვთ თბილისში კლუბებს ახალი ტატამები ან ბავშვებს ამუნიცია ან შეკრებები ან მწვრთნელებს რატომ არ აქვთ ხელასი?
ჭიდაობა არის პეციფიკური სპორტის სახეობა რომელიც რაგბისგან და ფეხბურთისგან განსხვავებით უღარიბესი ფენიდან გამოსული ბავშვები ვარჯიშობენ და ვერ იქნება წარმატებული კლუბები თუ არ ექნებათ ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ან სხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან დახმარება.
შესაძლოა გამოყოფილიც არის მაგრამ არ მიდის ადრესატამდე.და ეს უნდა იქნეს შესწავლილი თუ არადა უამრავი ქართველი აღმოჩნდება უცხოეთში და სხვა ქვეყნებს მოუტანენ წარმატებებს. ..
ბევრი ვინც ახალგაზრდებში აღწევს წარმატებებს შემდეგ სხვა ქვეყნებს მიყავთ და უბრალოთ აზრი ეკარგება ყველაფერს.
თუ ფედერაცია არ არის კორუმპირებული უნდა დაიწყოს ჭიდაობის განვითარება თბილისა და სხვა რეგიონებში.
This post has been edited by willsmith on 1 Sep 2016, 21:25