როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში "აიპრესს" განუცხადეს, უკრაინის ნაციონალური გვარდიის თანამშრომლის, დავით მაკიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად გენშტაბი 5 პოლკოვნიკს უახლოეს მომავალში თანამდებობას დაატოვებინებს
სიმართლეს არ შეესაბამება.ცნობისთვის, მაკიშვილმა სოციალური ქსელით საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიმართა, რო, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით.
"საქართველოს პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს!
მოახდინეთ დროული რეაგირება და გამოიჩინეთ ინტერესი იმ მოვლენებზე და ფაქტებზე რაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ხდება.
თამდებობიდან განთავისუფლებულები არიან:
-პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე,
-პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე.
როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი უახლოეს მომავალში თანამდებობებს დაატოვებინებენ:
-პოლკოვნიკ მალხაზ მაკარაძეს,
-პოლკოვნიკ მალხაზ მერლანს,
-პოლკოვნიკ გრიგოლ ჭელიძეს,
-პოლკოვნიკ შავლეგო ტაბატაძეს.
აღნიშნულ ოფიცრებს სამხედრო განათლება, დასავლეთის სამხედრო სასწავლებლებში აქვთ მიღებული და დღეის მდგომარეობით თავდაცვის სამინისტროში მაღალი თანამდებობები უკავიათ.
სახეზეა თავდაცვის სამინისტროს რღვევა და განადგურება, მიიღეთ ზომები და წინ აღუდექით გენერალური შტაბის უფროსის რუსულ პოლიტიკას, უმორჩილესად გთხოვთ არ დაუშვათ პრორუსულად განწყობილი და საეჭვო რეპუტაციის მქონე სამხედროების დანიშვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში",- წერს მაკიშვილი.
http://www.ipress.ge/new/42017-tavdacvis-s...s-daatovebinebs This post has been edited by Lаki on 22 Aug 2016, 19:21
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3