ხოფერია არის და იყო ჟვანიას გუნდის წევრი.
ნაცებმა დანიშნეს ნავთობკორპორაციაში, ერთმანეთს გადაეკიდნენ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ.
რაც არ უნდა თქვათ ხოფერიაზე და სათქმელი მართლაც ბევრია, ერთგული მეგობრობა შესძლებია და დაფასება.
რაც შეეხება ბესელიას, ნაცებში რომ ყოფილიყო, პრობლემა არავის ექნებოდა.
მე მას მერე ვერ ვიტან, ოქრუაშვილის პარტიაში რომ შევიდა.ლამის ყველა დაზარალებულის ადვოკატი იყო, ვინც ოქრუაშვილმა თავისი გენპროკურორობის დროს დაიჭირა , ამდენად, მისი მხრიდან კიდევ უფრო დიდი უზნეობაა .
ერთი მედროვე , ფულზე და მდგომარეობაზე ორიენტირებული ქალია.
რაც შეეხება სანდრას , უკვე იმდენჯერ დავწერე ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება ამ აქლის მიმართ აღარ გავიმეორებ
.
საზღვარგარეთ გაჭირვებულ სტუდენტებს ეხმარებაო , თავისი ფულითო.
კარგით რაა, საკუთარი შვილის სწავლა ბიუჯეტს დააფინანსებინა და ახლა სინდისმა თუ შეაწუხა, არ ვიცი.
ან ნაცებმა ყველაზე ინტელექტუალურები ვართო და სანდრამ გააცნო მსოფლიოს საქართველოო. '
რაღაცას ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი.
კი, სანდრამ მიაღებინა ჩვენი თავი გაეროს, ევროსაბჭოს, ნატოსთანაც სანდრამ დაგვაახლოვა.
კი ბატონო, აქეთ და ადიდეთ სანდრა, მითუმეტეს ახლა დაგპირდათ , აღარ ვიძალადებთო, მაგრამ აბსურდსაც საზღვარი აქვს ,მგონი.
This post has been edited by nigo on 25 Aug 2016, 12:04