ნუ,ეგ სხვა საკითხია,თუმცა სისუფთავე სად დაინახე ფოტოზე?
კარგი,ვხუმრობ,მეც გამიგია,რომ მინსკი ძალიან სუფთა,მოვლილი ქალაქია.
ჩემი აზრით,შენც და სხვებსაც რუსეთის,უკრაინის,ბელარუსის დედაქალაქებში გხიბლავთ სივრცე,"პრასტორ",როგორც რუსები იტყვიან.
ფართე ქუჩები,მოედნები,ყველაფერი დიდი,ამას ემატება ჩვენთან შედარებით მეტი სიმწვანე,სისუფთავე,მოვლა და გგონიათ ძალიან
ლამაზი.
პირველად რომ მოვხვდი კიევში,მართლა გამაოცა სივრცემ,"პრასტრანსტვო-მ",ჯერ მარტო დნეპრი რამხელაა,მაგაზე დავიშოკე.
ჩვენნაირი პატარა,მთიანი რელიეფის მქონე ქვეყნიდან ჩასულზე მართლაც შთაბეჭდილებას ახდენს! ეგაა რა,ეგ გხიბლავთ.